„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 მარტის №561 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1620
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021999
  • Word
1620
04/08/2016
ვებგვერდი, 18/08/2016
000000000.00.003.021999
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 მარტის №561 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1620

2016 წლის 4 აგვისტო 

ქ. თბილისი

 „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“პირდაპირიმიყიდვისფორმით პრივატიზებისშესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 მარტის №561 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 მარტის №561 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

ა) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ უზრუნველყოს, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცხრილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე განკარგულების დანართის   მე-7 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებულ ქონებაზე გამოუყენებელი სასარგებლო წიაღისეულის საკომპენსაციო თანხის გადახდა შესაბამის სახაზინო ანგარიშზე.“;

ბ) დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი