დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების თაობაზე წინადადებათა წარდგენის შესახებ მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №2599 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1619 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021996 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1619
2016წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
„ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების თაობაზე წინადადებათა წარდგენის შესახებ მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №2599 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების თაობაზე წინადადებათა წარდგენის შესახებ მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 დეკემბრის №2599 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
„დანართი №1
საქართველოს პრემიერ-მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი –კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი –კომისიის წევრი;
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი –კომისიის წევრი;
საქართველოს იუსტიციის მინისტრი –კომისიის წევრი;
საქართველოს ფინანსთა მინისტრი –კომისიის წევრი;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი –კომისიის წევრი;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი –კომისიის წევრი;
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი –კომისიის წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე –კომისიის წევრი;
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში –ეკონომიკური საბჭოს მდივანი –კომისიის წევრი;
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი;
სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი –კომისიის წევრი;
სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი –კომისიის წევრი;
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში) სახელმწიფო რწმუნებული –გუბერნატორი –კომისიის წევრი.“.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები