დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1617 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021991 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1617
2016 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ ზოგიერთი ღონისძიების გატარების თაობაზე
1. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, დაევალოს სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან უზრუნველყოს არაუმეტეს 15 900 (თხუთმეტი ათას ცხრაასი) ლარის გამოყოფა ა(ა)იპ - საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური კავშირისათვის (ს/კ: 203862864) გადასაცემად, მისი შეუფერხებელი ფუნქციონირების დაფინანსების მიზნით.
2. ეთხოვოს ა(ა)იპ - საქართველოს ომის, შრომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალურ კავშირს, 2016 წლის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში, სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია ამ განკარგულებით გამოყოფილი თანხის ფარგლებში გაწეული ხარჯებისა და მათი მიზნობრიობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები