კასპის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
კასპის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1616
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021989
  • Word
1616
04/08/2016
ვებგვერდი, 18/08/2016
000000000.00.003.021989
კასპის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1616

2016 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

კასპის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

კასპის მუნიციპალიტეტს მიეცეს უფლება, „საქართველოს რეგიონებში  განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №34 განკარგულების საფუძველზე – 8 086 (რვა ათას ოთხმოცდაექვსი) ლარის, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 20 იანვრის №35 განკარგულების საფუძველზე – 13 006 (ცამეტი ათას ექვსი) ლარის, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 იანვრის №40 განკარგულების საფუძველზე – 3 135 (სამი ათას ას ოცდათხუთმეტი) ლარის, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №418 განკარგულების საფუძველზე – 3 385 (სამი ათას სამას ოთხმოცდახუთი) ლარის, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულების („საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 აპრილის №735 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2584 განკარგულების გათვალისწინებით) საფუძველზე – 2 778 (ორი ათას შვიდას სამოცდათვრამეტი) ლარის, „სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 30 ივლისის №1162 ბრძანების („სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 30 ივლისის №1162 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 24 სექტემბრის №1296 ბრძანების გათვალისწინებით) საფუძველზე – 15 500 (თხუთმეტი ათას ხუთასი) ლარის, „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივლისის №1380 განკარგულების საფუძველზე – 16 000 (თექვსმეტი ათასი) ლარის, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულების („საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №34 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 დეკემბრის №2306 განკარგულების გათვალისწინებით) საფუძველზე – 75 799 (სამოცდათხუთმეტი ათას შვიდას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარის ეკონომიების, ჯამში – 137 689 (ას ოცდაჩვიდმეტი ათას ექვსას ოთხმოცდაცხრა) ლარი, გამოიყენოს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში სასმელი წყლის მაგისტრალური ქსელის ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოების განსახორციელებლად. 

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი