შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის დაწესებისა და მათი სოციალური დაცვის ღონისძიებების შემდგომი გაუმჯობესების შესახებ

  • Word
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის დაწესებისა და მათი სოციალური დაცვის ღონისძიებების შემდგომი გაუმჯობესების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 260
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 13/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 58, 19/06/2003
სარეგისტრაციო კოდი 280.070.090.05.002.002
  • Word
260
13/06/2003
სსმ, 58, 19/06/2003
280.070.090.05.002.002
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის დაწესებისა და მათი სოციალური დაცვის ღონისძიებების შემდგომი გაუმჯობესების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №260

2003 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის დაწესებისა და მათი სოციალური დაცვის ღონისძიებების შემდგომი გაუმჯობესების შესახებ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის ღონისძიებების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით:

1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ გამოცხადდეს 14 ივნისი.

2. გაეროს მიერ 2003 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წლად გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა უზრუნველყონ ინვალიდთა სოციალური დახმარების ღონისძიებების გეგმის შემუშავება და შესაძლებლობის ფარგლებში ხელი შეუწყონ მის განხორციელებას.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა.გამყრელიძე), ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად შეიმუშაოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის 2004-2007 წლების გრძელვადიანი პროგრამა.

4. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ა.ჯორბენაძემ.

ე. შევარდნაძე