დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1613 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021995 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1613
2016 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება მარტვილის მუნიციპალიტეტს, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის №1409 განკარგულებით გათვალისწინებული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო სამუშაოების შესყიდვები, 200 000 (ორასი ათასი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები