„შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის №2339 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის №2339 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1612
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 04/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021994
  • Word
1612
04/08/2016
ვებგვერდი, 18/08/2016
000000000.00.003.021994
„შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის №2339 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1612

2016 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

 „შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის 2339 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 ოქტომბრის №2339 განკარგულებაში (შემდგომში - განკარგულება) შეტანილ იქნეს  ცვლილება და:

ა)  დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების გამოსყიდვა 2016 წლის 10 აგვისტოდან გააგრძელოს სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა.“;

ბ)  დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. კომპანიას დაევალოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებისთვის გათვალისწინებული თანხიდან 2016 წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით დარჩენილი ნაწილის გადარიცხვა სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის, ხოლო სამინისტროს დაევალოს აღნიშნული მიზნით შესაბამისი ღონიძიებების განხორციელება.“.              

 პრემიერ-მინისტრი                                                        გიორგი კვირიკაშვილი