დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტისთვის თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1608 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021985 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1608
2016 წლის 4 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტისთვის თანხის გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებულ სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტს გამოუყოს 1 344 300 (ერთი მილიონ სამას ორმოცდაოთხი ათას სამასი) ლარი, მათ შორის:
ა) „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოების მოსამართლეთა 20 ერთეულით, მოსამართლის თანაშემწის 20 ერთეულით და სხდომის მდივნის (რეფერენტის) 20 საშტატო ერთეულით გაზრდასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად - 844 300 (რვაას ორმოცდაოთხი ათას სამასი) ლარი;
ბ) 2017 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21 1 მუხლის („ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობა“) ამოქმედებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების და თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად - 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი.
2. ეთხოვოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება, თბილისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6) ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე კოლექტორის გადატანის მიზნით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები