ზოგიერთი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

  • Word
ზოგიერთი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1591
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021978
  • Word
1591
03/08/2016
ვებგვერდი, 18/08/2016
000000000.00.003.021978
ზოგიერთი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1591

2016 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

ზოგიერთი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:

ა)  „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში წარმოებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესის დამტკიცება, რომლის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას;

ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად,  განსახორციელებელი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით საჭიროა 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარამდე.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განსახორციელებელი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გამოუყოს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი.

3. დაევალოს სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობისათვის, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული მიღებული შემოსავლებიდან 4 000 000  (ოთხი მილიონი) ლარი ეტაპობრივად მიმართოს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე.  

პრემიერ-მინისტრი                                          გ. კვირიკაშვილი