საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1590
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021977
  • Word
1590
03/08/2016
ვებგვერდი, 18/08/2016
000000000.00.003.021977
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1590

2016 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

1. მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში დაგეგმილი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ იქნეს 1 280 000 (ერთი მილიონ ორას ოთხმოცი ათასი) ლარი.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებებისათვის, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ვიზიტის მომზადებაში მონაწილე მხარჯავი დაწესებულებების მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე, უზრუნველყოს შესაბამისი თანხების გამოყოფა.

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი