საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1589
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021976
  • Word
1589
03/08/2016
ვებგვერდი, 18/08/2016
000000000.00.003.021976
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1589

2016 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოუყოს 6 219 200 (ექვსი მილიონ ორას ცხრამეტი ათას ორასი) ლარი, კერძოდ:

ა) „მესტიის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების შესრულების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №523 განკარგულების შესაბამისად დაგეგმილი რეგულარული ავიარეისების საფასურის ნაწილის დასაფინანსებლად, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 719 200 (შვიდას ცხრამეტი ათას ორასი) ლარი;

ბ) სსიპ - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საქართველოს შემოდგომისა და ზამთრის კომპლექსური მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების წარმოების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, 5 500 000 (ხუთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი.

პრემიერ-მინისტრი                                                 გ. კვირიკაშვილი