„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №175 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1586
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021973
  • Word
1586
03/08/2016
ვებგვერდი, 18/08/2016
000000000.00.003.021973
„საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №175 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1586

2016 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

 „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №175 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №175 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილების საფუძველზე და „საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცებისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №172 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის მიმდინარე წლის 2 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს გამოუყოს არაუმეტეს 174 947 746 (ას სამოცდათოთხმეტი მილიონ ცხრაას ორმოცდაშვიდი ათას შვიდას ორმოცდაექვსი) ლარი, მათ შორის:“;

ბ) პირველი პუნქტის 1.41; 1.57 და 1.60 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.41. მარტვილის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 2 274 860 (ორი მილიონ ორას სამოცდათოთხმეტი ათას რვაას სამოცი) ლარი №41 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.

„1.57. კასპის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 3 008 016 (სამი მილიონ რვა ათას თექვსმეტი) ლარი №57 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“.

„1.60. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტს არაუმეტეს 12 833 533 (თორმეტი მილიონ რვაას ოცდაცამეტი ათას ხუთას ოცდაცამეტი) ლარი №60 დანართით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად.“;

გ) დანართები: №41; №57 და №60 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

პრემიერ-მინისტრი                                         გიორგი კვირიკაშვილი