ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

  • Word
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1581
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021968
  • Word
1581
03/08/2016
ვებგვერდი, 18/08/2016
000000000.00.003.021968
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1581

2016 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10 1 მუხლის 3 1 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის №1409 განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა, 725 560 (შვიდას ოცდახუთი ათას ხუთას სამოცი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კერძოდ:

ა) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის - 447 560 (ოთხას ორმოცდაშვიდი ათას ხუთას სამოცი) ლარი;

ბ) ხიდების რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის - 68 000 (სამოცდარვა ათასი) ლარი;

გ) მდინარე სუფსაზე ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის - 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

დ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ჩოხატაურში მდებარე მ. გოგიბერიძის ქ. №1-ში სადრენაჟო სისტემის მოწყობის სამუშაოებისთვის - 60 000 (სამოცი ათასი) ლარი.

პრემიერ-მინისტრი                                          გიორგი კვირიკაშვილი