შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოფთალმოლოგიური კლინიკისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოფთალმოლოგიური კლინიკისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1575
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021962
  • Word
1575
03/08/2016
ვებგვერდი, 18/08/2016
000000000.00.003.021962
შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოფთალმოლოგიური კლინიკისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1575

2016 წლის 3 აგვისტო

ქ. თბილისი

შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოფთალმოლოგიური კლინიკისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის თაობაზე  თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შპს „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოფთალმოლოგიურ კლინიკას“ (ს/კ: №206340645), უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) წლის ვადით, სარგებლობაში გადასცეს ქ. თბილისში, კალოუბნის ქ. №16-ში მდებარე შენობა-ნაგებობა №1-ში არსებული 1227,04 კვ.მ ფართი (მ.შ. II სართული – 583,13 კვ.მ; III სართული – 643,91 კვ.მ) და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.19.20.015.017).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს ამავე ქონების სამედიცინო პროფილით გამოყენება.

3. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                           გიორგი კვირიკაშვილი