დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1573 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021960 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №157 3
2016 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ლ“ და „ო“ ქვეპუნქტების საფუძველზე:
1. ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან, 38 000 (ოცდათვრამეტი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი მიმართოს აწგარდაცვლილი მოქალაქის გიგა ოთხოზორიას 7-სულიანი ოჯახისათვის, ქალაქ ზუგდიდში ჩილაჩავას ქ. №21-ში (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №43.31.75.171) მდებარე საცხოვრებელი სახლის შეძენის მიზნით, იმ პირობით, რომ იგი, როგორც იმავდროულად დევნილი ოჯახი, შემდგომში აღარ დაექვემდებარება სახელმწიფოსაგან გრძელვადიან განსახლებას.
2. დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, უზრუნველყოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება, აწგარდაცვლილი მოქალაქის გიგა ოთხოზორიას 7-სულიანი ოჯახის წევრთა თანასაკუთრებაში შესაბამისი უძრავი ქონების რეგისტრაციისათვის.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები