სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1568
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021955
  • Word
1568
02/08/2016
ვებგვერდი, 18/08/2016
000000000.00.003.021955
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1568

2016 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით  განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს (საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო), საქართველოს სახელმწიფო კომპანია „საქნავთობსა“ და „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ“-ს შორის 1997 წლის 25 ივნისს დადებული „პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ ხელშეკრულებაში“ ცვლილება-დამატების შეტანის შესახებ „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშნ“-თან გასამართ მოლაპარაკებებში სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნით, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ განახორციელოს იურიდიული მომსახურების შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულების მიმართ არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11-მე-13 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.

 

პრემიერ-მინისტრი                     გიორგი კვირიკაშვილი