საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1563
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021950
  • Word
1563
02/08/2016
ვებგვერდი, 18/08/2016
000000000.00.003.021950
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1563

2016 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10 1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს (შემდგომში − დეპარტამენტი), შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-ბაწარას ნაკრძალის საავტომობილო გზის კმ 15-კმ 19 (ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლები − დუისი და ჯოყოლო) მონაკვეთზე წყლის აცილების მიზნით ჩასატარებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დეპარტამენტისთვის გამოყოფილი „გზების მშენებლობის და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პროგრამული კოდი: 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში, ხოლო 2017 წელს − 2017 წლის ბიუჯეტით დეპარტამენტისთვის გათვალისწინებული შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში.  

პრემიერ - მინისტრი                 გიორგი კვირიკაშვილი