დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის წარდგენის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 მაისის №830 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1557 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.021944 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1557
2016 წლის 1 აგვისტო
ქ. თბილისი
„2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის წარდგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 მაისის №830 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლედ ასარჩევი კანდიდატების ექსპერტთა საკონსულტაციო ჯგუფის მიერ 2016 წლის 22 ივლისის წერილებში საქართველოსათვის მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით, „2016 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის წარდგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 მაისის №830 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მთავრობის სხდომაზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის სამთავრობო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატურების განხილვის შედეგად, დამტკიცდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის წარსადგენი, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის შემდეგი კანდიდატურები:
ა) გიორგი ბადაშვილი;
ბ) ალექსანდრე ბარამიძე;
გ) ევა გოცირიძე.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები