(შპს ,,ბმპ-ჯორჯია’’-ს კრედიტორების მიმართ, ქონების ნატურით გადაცემის შესახებ)

  • Word
(შპს ,,ბმპ-ჯორჯია’’-ს კრედიტორების მიმართ, ქონების ნატურით გადაცემის შესახებ)
დოკუმენტის ნომერი A12032574-007/011
დოკუმენტის მიმღები აღსრულების ეროვნული ბიურო
მიღების თარიღი 12/08/2016
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
A12032574-007/011
12/08/2016
ვებგვერდი, 17/08/2016
(შპს ,,ბმპ-ჯორჯია’’-ს კრედიტორების მიმართ, ქონების ნატურით გადაცემის შესახებ)
აღსრულების ეროვნული ბიურო

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

შპს „ბმპ-ჯორჯიას“ (ს/კ 211393428) კრედიტორების მიმართ სამეურნეო ქონების ნატურით გადაცემის შესახებ

სსიპ – „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ წარმოებაშია შპს „ბმპ-ჯორჯიას“ გადახდისუუნარობის საქმე. ვინაიდან მესამე აუქციონზე ვერ მოხერხდა სამეურვეო ქონების ნაწილის რეალიზაცია, გადახდისუუნარობის შესახებ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 11 2 პუნქტის თანახმად, გეძლევათ შეთავაზება აღნიშნული ქონების საერთო საკუთრებაში გადმოცემაზე. ქონების ნატურით მისაღებად უნდა წარმოადგინოთ განცხადება სსიპ –აღსრულების ეროვნულ ბიუროში, აღნიშნული შეთავაზების გამოქვეყნებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

გადასაცემ ქონებას წარმოადგენს:

1. ულტრაბგერითი შედუღების აპარატი – 8 ცალი. ჯამური საბაზრო ღირებულებაა 24000 (ოცდაოთხი ათასი) ლარი.

2. ტამპონების საბეჭდი დანადგარი – 2 ცალი. ჯამური საბაზრო ღირებულებაა 24000 (ოცდაოთხი ათასი) ლარი.

გადახდისუუნარობის საქმის წარმოების                                          მიხეილ ლომთაძე             

სამსახურის ქეის - მენეჯერი