დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 393 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 15/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/08/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 25/08/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.019458 |
|
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 30/04/2013, 010240030.10.003.017261) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტი;“; ბ) პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-8 მუხლის: ა) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) ბიომრავალფეროვნების კომპონენტების (მცენარეთა და ცხოველთა სახეობების, მათი ჰაბიტატების და ზოგადად ეკოსისტემების) დაცვის ღონისძიებების და რეგულირების მექანიზმების შემუშავება და/ან ამ პროცესში მონაწილეობა; ბ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა და ცხოველთა სახეობების დაცვის ღონისძიებების და რეგულირების მექანიზმების შემუშავება, დაგეგმვა და კოორდინაცია, კომპეტენციის ფარგლებში, მათი რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპებზე დაფუძნებული მართვა; გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების კომპონენტების დაცვისა და შენარჩუნების, ბიოლოგიური რესურსების მართვის და რეგულირების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და მისი რეალიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება; დ) ტყეების მართვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მისი განხორციელების ხელშეწყობა; ე) საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, ასევე სატყეო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია; ვ) სტრატეგიული გეგმის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, წინადადებების მომზადება; ზ) ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ორგანიზების ხელშეწყობა; თ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით, ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება; ი) გარეულ ცხოველთა რაოდენობის რეგულირება; კ) „გადაშენების პირას მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ (CITES) კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების ნიმუშებით საერთაშორისო ვაჭრობის რეგულირება/ადმინისტრირება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების გარემოდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა; მ) ცხოველთა სამყაროს რესურსებით სარგებლობის რეგულირების პროცესში რესურსის მოპოვების მეთოდების განსაზღვრა და კვოტების დადგენაში მონაწილეობა; ნ) სამონადირეო მეურნეობებისა და თევზსამეურნეო მართვის გეგმების შედგენის წესის შემუშავება; ო) სამონადირეო მეურნეობებისა და თევზსამეურნეო მართვის გეგმების დადგენილი წესით განხილვა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; პ) ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების დასამტკიცებლად მინისტრისთვის წარდგენა; ჟ) ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სახელმწიფო სისტემის ორგანიზება და კოორდინაცია; რ) სატყეო სფეროში სახელმწიფო რეფორმების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება; ს) სატყეო სექტორის მდგრადი განვითარებისა და ტყის მართვაზე პასუხისმგებელი სტრუქტურების შესაძლებლობების გაძლიერების უზრუნველყოფის მიზნით სპეციალური პროგრამების შემუშავება; ტ) ტყის სტატუსის შეცვლის შესახებ წინადადებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა; უ) ტყეების მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; ფ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“; ბ) მე-16 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 25 აგვისტოდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები