დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260010.35.148.016343 |
|
,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლისა 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №8 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/08/2014, 010260010.35.148.016205) დამტკიცებული „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული მე-3 მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას, მიღებას, მათ შორის პროექტებში ცვლილებების შეტანას და კორექტირებას.“; ბ) „ვ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვისა და მოვლა-პატრონობის ორგანიზებას და მონიტორინგს“; გ) ამოღებულ იქნეს „თ “ და „ჰ.ზ “ ქვეპუნქტები . 2. დადგენილებით დამტკიცებული მე-4 მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას, მიღებას, მათ შორის პროექტებში ცვლილებების შეტანას და კორექტირებას.“ ; ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობის ორგანიზებას და მონიტორინგს“; გ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნ) მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებითადგილობრივი მნიშვნელობის ჰიდრომელიორაციისა და სასმელი წყლის სისტემების ფუნქციონირებისათვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას, ამ მიზნით მიმართულებების განსაზღვრას, ღინისძიებების დაგეგმვას, ზედამხედველობას, პროექტების მომზადებას, მათ რეალიზების მონიტორინგს და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადებაში უშუალო მონაწილეობას“ ; დ) ამოღებულ იქნეს „ი“ და „მ“ ქვეპუნქტები. 3. დადგენილებით დამტკიცებულ მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი: „რ) ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ცვლილებებთან დაკავშირებული კორესპონდენციის განხილვა, დასკვნების, რეკომენდაციების მომზადება და შეასაბამისი ცვლილებების შეტანა საჭიროების შემთხვევაში“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები