დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 12/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260010.35.148.016344 |
|
,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 02 აგვისტოს №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/08/2014 010260010.35.148.016204) დამტკიცებული „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დადგენილებით დამტკიცებული მე-3 მუხლის „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჭ) მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე სრულ კონტროლს, ზედამხედველობას და სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული სამუშაოების, მომსახურების ან/და შესყიდვის საგნის მიღების უზრუნველსაყოფად, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ პირსა და მომწოდებელს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება (გარდა: საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე პუნქტით გათვალისწინებული წარმომადგენლობითი ხარჯებისა)“. 2. დადგენილებით დამტკიცებული მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი: „ჟ) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის შეგროვების, რეკლამის განთავსების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პრევენციას.“. 3. დადგენილებით დამტკიცებულ მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი „ვ) წინადადებების რეკომენდაციების შემუშავებას, კორდინაციას და ზედამხედველობას გარე ვაჭრობისა და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე.“. 4. დადგენილებით დამტკიცებული მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით; „გ) უფლებამოსილების ფარგლებში გამგებლის ბრძანების და სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების შეასაბამისად შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება და მიღება-ჩაბარების უზრუნველყოფა (გარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 33-ე პუნქტით გათვალისწინებული წარმომადგენლობითი ხარჯებისა).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები