დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
“სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 3 აგვისტოს N1-1/410 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1-1/416 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
მიღების თარიღი | 12/08/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/08/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 370040000.22.024.016458 |
|
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 3 აგვისტოს №1-1/410 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 3 აგვისტოს №1-1/410 ბრძანებით (ვებგვერდი, 03/08/2016, ს/კ: 370040000.22.024.016455) დამტკიცებულ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ წესით გათვალისწინებული ღონისძიებები გავრცელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში არსებული, საქართველოს ტერიტორიაზე დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ამსახველი შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე, განსაზღვრულ მიწის დანიშნულებასა და კატეგორიებზე და ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 1 თვისა, მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას და ყველა დანიშნულებისა და კატეგორიის მიწას.”; ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ანაზღაურებას არ ექვემდებარება მიწის აზომვაზე გაწეული ხარჯები, თუ დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწა, რეესტრში დარეგისტრირდა გეოგრაფიულად ერთმანეთის მომიჯნავე ცალკე რეგისტრაციის ობიექტებად.“. |
მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები