ქუჩის სახელწოდების შეცვლის შესახებ

  • Word
ქუჩის სახელწოდების შეცვლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 147
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/08/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.174.016004
  • Word
147
05/08/2016
ვებგვერდი, 12/08/2016
000000000.00.174.016004
ქუჩის სახელწოდების შეცვლის შესახებ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს

განკარგულება №147

2016 წლის 5 აგვისტო

 ქალაქი გორი

ქუჩის სახელწოდების შეცვლის შესახებ

  2016 წლის 25 აპრილს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში შემოსულია ქალაქ გორში შრომის ქუჩის მაცხოვრებელთა განცხადება დასახელებული ქუჩისთვის სახელწოდების შეცვლის თაობაზე და მისთვის კახაბერ ხუბულურის სახელის მინიჭების შესახებ. კახაბერ ხუბულური დაიბადა ქალაქ გორში 1988 წლის 2 აპრილს. იგი მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ნაწილ 16163-ის სამხედრო მოსამსახურედ. 2008 წლის 9 აგვისტოს ცნობილი საომარი მოქმედებების დროს ცხინვალში დაიღუპა მოალეობის შესრულების დროს. საქართველოს პრეზიდენტის 209 წლის 16 მარტის 190 განკარგულებით კახაბერ ხუბულური დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს მიზანშეწონილად მიაჩნია ქალაქ გორში შრომის ქუჩას შეეცვალოს სახელი და ეწოდოს კახაბერ ხუბულურის სახელი.

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, ასევე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2016 წლის 5 ივლისის 5 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. ქალაქ გორში შრომის ქუჩას ეწოდოს 2008 წლის 9 აგვისტოს ცხინვალში საომარი მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დაჯილდოებული, კახაბერ ხუბულურის სახელი.

2. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით , გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30).

 

საკრებულოს თავმჯდომარე            ილია მეტრეველი