დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის ფორმის დამტკიცებისა და მისი შედგენისთვის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 442 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140120000.22.034.016560 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/08/2016 - 27/03/2023)
|
იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის ფორმის დამტკიცებისა და მისი შედგენისთვის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ
|
„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12/07/2016, 080080050.05.001.018196) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის თანდართული ფორმა.
|
| მუხლი 2 |
1. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის შედგენისთვის უფლებამოსილ პირებად განისაზღვრონ:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახაზო დანაყოფების შემდეგი თანამდებობის პირები: ა.ა) ასეულის მეთაური; ა.ბ) ოცეულის მეთაური; ა.გ) ათეულის მეთაური; ა.დ) პატრულ-ინსპექტორი; ბ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს: ბ.ა)უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი; ბ.ბ) უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. 2. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერი გამოიცემა არასრულწლოვნის განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობისას, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, როდესაც მოძალადეს არ გააჩნია პირად საკუთრებაში არსებული ან/და სამსახურებრივ-საშტატო სტატუსის მქონე იარაღი. |
| მუხლი 3 |
1. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის ფორმების დამზადებას და ამ ბრძანების მე-2 მუხლით განსაზღვრულ სამინისტროს უფლებამოსილ დანაყოფებზე განაწილებას უზრუნველყოფს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.
2. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის ფორმებს გასცემს სათანადო მოთხოვნის საფუძველზე.
|
| მუხლი 4 |
ამ ბრძანების მე-2 მუხლით განსაზღვრულმა უფლებამოსილმა პირებმა უზრუნველყონ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბანკში იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერის ფორმაში მითითებული მონაცემების მათი გამოცემიდან/მიღებიდან 24 საათის განმავლობაში აღრიცხვა და აღნიშნული ორდერის თანდართულ დოკუმენტებთან ერთად ელექტრონულად ატვირთვა.
|
| მუხლი 5 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერი №000000
|
1. ორდერის შედგენის თარიღი და ადგილი: --------------------------------------------------------
2. შეტყობინების მიღების დრო:------------------------------------------------------------------------- 3. შემთხვევის ადგილზე მისვლის დრო: ------------------------------------------------------------- 4. შემთხვევის ადგილი (მისამართი): ------------------------------------------------------------------ 5. არასრულწლოვნის განცალკევებაზე გადაწყვეტილების მიმღები სოციალური მუშაკის სახელი, გვარი და თანამდებობა, აგრეთვე გადაწყვეტილების რეკვიზიტები (თარიღი და ნომერი): ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 6. არასრულწლოვნის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი და პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში): ---------------------------------------------------------------------------------------------------------- 7. მოძალადის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, სამუშაო, საცხოვრებელი ადგილი და პირადი ნომერი, რომელსაც ეკრძალება ან ეზღუდება იარაღთან დაკავშირებული უფლებები: ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 8. არასრულწლოვნის კავშირი მოძალადესთან (ნათესაური ან სხვა ურთიერთკავშირი): --------------------------------------------------------------------------------------------------------------- 9. ძალადობის ფორმა (გაუსვით ხაზი): ა) ფიზიკური; ბ) ფსიქოლოგიური; გ) ეკონომიკური; დ) სექსუალური; ე) იძულება; ვ) უგულებელყოფა. 10. საქმის არსებითი გარემოებები: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 11. „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, აგრეთვე „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, მოძალადეს: ა) ეკრძალება იარაღის შეძენა, შენახვა და ტარება, აგრეთვე ამ მიზნით შესაბამისი ნებართვის მიღება; ბ) ეზღუდება ან ეკრძალება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება (გაუსვით ხაზი), ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) დროებით ჩამოერთმევა იარაღი, მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი და შესანახად გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ უფლებამოსილ დანაყოფს ან ორგანოს, რომელმაც აღნიშნულ იარაღს მიანიჭა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი. 12. იარაღის სამართლებრივი მდგომარეობა (გაუსვით ხაზი): ა) შენახვის უფლებით; ბ) შენახვის და ტარების უფლებით; გ) სამსახურებრივ-საშტატო. 13. დროებით ჩამორთმეული იარაღის რეკვიზიტები (ნებართვის/სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მოწმობის თარიღი და ნომერი ან იარაღის მარკა, მოდელი და იარაღის საიდენტიფიკაციო ნომერი) ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 14. დროებით ჩამორთმეული იარაღის შენახვაზე უფლებამოსილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი ან ორგანო, რომელმაც აღნიშნულ იარაღს მიანიჭა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსი:-------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 15. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერი ძალაშია მისი გამოცემისთანავე და მოქმედებს (წელი, თვე და რიცხვი)-------------------------------- (ერთი თვე). 16. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ორდერი შედგენილია 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ბარდება მოძალადეს, ხოლო ერთი ეგზემპლარი რჩება ორდერის გამომცემ ორგანოში. 17. მოძალადის ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა ------------------------------------ 18. სოციალური მუშაკის ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა ------------------------- 19. ორდერის გამომცემი თანამდებობის პირის სახელი, გვარი და თანამდებობა----------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------
---------------------------------------------------------- (თანამდებობის პირის ხელმოწერა)
შენიშვნა: ორდერის მე-12, მე-13 და მე-14 პუნქტები ივსება იმ შემთხვევაში, თუ პირს აქვს პირად საკუთრებაში არსებული ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მქონე იარაღი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები