საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის/ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 55/2016
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 10/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016294
55/2016
10/08/2016
ვებგვერდი, 11/08/2016
010190020.15.008.016294
საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის/ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №55/2016

2016 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის/ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისათვის ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების დამატებითი წესის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 18512 მუხლით განსაზღვრული წესი ძალაში შევიდა 2016 წლის 13 ივლისს და მოქმედებდა 2016 წლის პირველ აგვისტომდე, რის გამოც ფაქტობრივად ვერ შესრულდა კანონის მიზანი, უზრუნველყოფილიყო ამავე მუხლით განსაზღვრულ ამომრჩეველთა მონაწილეობა 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. ამავდროულად, აღნიშნული წესი არ ადგენს 2016 წლის 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებთან ერთად გასამართი სხვა სახის არჩევნებისათვის აღნიშნულ ამომრჩეველთა მონაწილეობის წესს.

შესაბამისად, აუცილებელია, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტით ცესკოსათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დადგინდეს ამომრჩეველთა სიის ფორმირების დამატებითი წესი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ” და „ღ” ქვეპუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
ამომრჩეველი, რომელსაც გააჩნია იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი და რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე,  საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის/ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებისათვის, ამომრჩველთა ერთიან სიაში შეიტანება შემდეგი წესით:

1. ამომრჩეველი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ამომრჩევლთა ერთიან სიაში შეიტანება ბოლო რეგისტრაციის ადგილის ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით;

2. ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.

მუხლი 2
სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ეთხოვოს  დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნულ ამომრჩეველთა შესახებ მის ხელთ არსებული მონაცემების, ცესკოსათვის გადმოცემა, არაუგვიანეს 2016 წლის 10 სექტემბრისა ან/და ცესკოს მიერ მოთხოვნის მიღებიდან 3 დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი