დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 54/2016 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 10/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190020.15.008.016293 |
54/2016
10/08/2016
ვებგვერდი, 11/08/2016
010190020.15.008.016293
ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
|
ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” 24-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
რეგისტრირებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე / წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის საარჩევნო სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარმოუდგინოს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ საარჩევნო სუბიექტად/სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირს შეუწყდა (შეუწყდება) უფლებამოსილება. |
| მუხლი 2 |
პირველი მუხლით განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტის წარმოუდგენლობა წარმოადგენს ასეთი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები