დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 251 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 08/06/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 56, 16/06/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/03/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.080.000.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №251
2003 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებით (საკანონმდებლო მაცნე 2003 წ., №39, მუხ. 330) დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სამსახურის ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების დაცვის სპეციალური სამსახურები“.
2. დებულების მე-6 მუხლის „ჟ“ და „ყ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) უზრუნველყოფს თავისი დანაყოფების საქმიანობის მეცნიერულ-ტექნიკურ და ინფორმაციულ-ანალიტიკურ ორგანიზაციას“;
„ყ) ამუშავებს დანაყოფების სტრუქტურას და საჭიროებისამებრ შეაქვს ცვლილებები საშტატო ნუსხებში.“.
3. დებულების მე-8 მუხლის „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების დებულებებს. უფლებამოსილია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები, განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი;
გ) განსაზღვრავს სამსახურის უფროსის მოადგილეებისა და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების უფროსების უფლებამოსილებას;
დ) განსაზღვრავს სამსახურის სხვა თანამდებობის პირთა უფლებამოსილებას და სტრუქტურული დანაყოფების კონკრეტულ ამოცანებს;
ე) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეებთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების დაცვის სპეციალური სამსახურების უფროსებს;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების რეორგანიზაციას;
თ) კანონით დადგენილი წესით სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს სამსახურის სტრუქტურული დანაყოფებისა და სამსახურის მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობას;“.
4. დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურის უფროსის მოადგილეები ორგანიზაციას უწევენ თავიანთ საკურატორო სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობას, რისთვისაც პასუხს აგებენ სამსახურის უფროსის წინაშე.“.
5. დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11.
სამსახურის თანამდებობის პირები არიან სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.“.
6. დებულების IV თავის სათაური და მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი IV. სამსახურის სტრუქტურა და სტრუქტურული დანაყოფების ფუნქციური განაწილება
მუხლი 14.
1. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია მისი დანაყოფები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ მათთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას.
2. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფის ამოცანები, მის შემადგენლობაში არსებული შიდა სტრუქტურული ერთეულები და მათი ძირითადი საქმიანობა, ხელმძღვანელობა, ქვემდებარეობა და შენაცვლების წესი განისაზღვრება, შესაბამისად ამ დებულებით, სამსახურის საშტატო ნუსხითა და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფის დებულებით.
3. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფი შეიძლება იყოს სამსახური, სამმართველო, ქვედანაყოფი, დამოუკიდებელი განყოფილება.
4. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფი შეიძლება დაიყოს განყოფილებებად, ქვეგანყოფილებებად, ჯგუფებად, მიმართულებებად და სხვა სტრუქტურულ ერთეულებად.“.
7. დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების სისტემის შემადგენლობაშია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამმართველო;
ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დაცვის სპეციალური სამსახური;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დაცვის სპეციალური სამსახური;
დ) პირადი დაცვის სამმართველო;
კ) ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველო;
ვ) დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვის სამმართველო;
ზ) ოპერატიული სამმართველო;
თ) კადრების სამმართველო;
ი) სამეურნეო სამმართველო;
კ) სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფი;
ლ) სამსახურის აპარატი;
მ) სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სამმართველო;
ნ) საქართველოს ნავთობსადენებისა და სხვა ობიექტების დაცვის სამმართველო;
ო) ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველო;
პ) საფინანსო განყოფილება;
ჟ) სამედიცინო განყოფილება.“.
8. დებულების მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16.
სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
1. საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებათა უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებზე შესაძლო თავდასხმის აღკვეთა;
გ) თავდასხმის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფა.
2. პირადი დაცვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) დასაცავი პირების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებათა უზრუნველყოფა;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის აქტით განსაზღვრულ საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის დასაცავ პირებზე შესაძლო თავდასხმის აღკვეთა;
გ) სახელმწიფოს სხვა მნიშვნელოვან პირებზე შესაძლო თავდასხმის აღკვეთა;
დ) საქართველოში ვიზიტად მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების მეთაურებსა და განსაკუთრებით მნიშვნელოვან პირებზე შესაძლო თავდასხმის აღკვეთა;
ე) დასაცავ პირებზე თავდასხმის შემთხვევაში მათი უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფა.
3. ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის აქტით განსაზღვრული საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ადმინისტრაციული შენობების დაცვის ღონისძიებების განხორციელება;
ბ) საქართველოს სამთავრობო რეზიდენციების დაცვის ღონისძიებების განხორციელება;
გ) დასაცავი ობიექტების წესრიგისა და სასაშვო რეჟიმის უზრუნველყოფა;
დ) საქართველოს პრეზიდენტის გადაადგილების მუდმივ და დროებით მარშრუტებზე დაცვის ღონისძიებათა უზრუნველყოფა;
ე) დასაცავ და საქართველოს პრეზიდენტის მონახულების ობიექტების ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება.
4. დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოში არსებული საზღვარგარეთის ქვეყნების დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებათა, საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნების ორგანიზაციათა ოფისების შენობა-ნაგებობების დაცვის ღონისძიებების განხორციელება;
ბ) საქართველოში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების ელჩების, გენერალური კონსულების, კონსულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მისიების ხელმძღვანელთა საცხოვრებელი სახლების დაცვის ღონისძიებათა განხორციელება;
გ) საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული საქართველოს საელჩოების, საკონსულოებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობების შენობა-ნაგებობების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებათა უზრუნველყოფა;
დ) საელჩოების, საკონსულოების, საერთაშორისო და საზღვარგარეთის ქვეყნების ორგანიზაციათა ოფისებისთვის შენობა-ნაგებობების შერჩევის დროს ამ ობიექტების უსაფრთხოების ღონისძიებათა ხარისხის ამაღლების მიზნით დაცვის ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის რეკომენდაციების გაწევა;
5. ოპერატიული სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების პერსონალური უსაფრთხოების ღონისძიებების ოპერატიული უზრუნველყოფა მათ მუდმივ და დროებით სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებზე, აგრეთვე გადაადგილების მარშრუტებისა და მონახულების ობიექტებზე;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის უსაფრთხოების ოპერატიული უზრუნველყოფა;
გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამსახურის მიერ სხვა დასაცავი პირებისა და ობიექტების მიმართ შესაძლო მართლსაწინააღმდეგო მოქმედებათა პროფილაქტიკა და ამ მოქმედებათა მზადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა;
დ) მოკვლევის წარმოება იმ მართლსაწინააღმდეგო მოქმედებათა გამო, რომლებიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება;
ე) დასაცავ პირთა და ობიექტთა მიმართ შესაძლო მართლსაწინააღმდეგო მოქმედებათა მზადების თაობაზე სამმართველოში შემოსული ოპერატიული ინფორმაციების სისტემატიზაცია და ანალიზი, მოვლენათა სავარაუდო განვითარების პროგნოზი;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში დაცვის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო სხვა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელება;
ზ) სახელმწიფოსა და საზოგადოების მიმართ მტრულად განწყობილ პირებთან, აგრეთვე დამნაშავე ელემენტებთან სამსახურის თანამშრომლების არასამსახურებრივი კონტაქტების გამოვლენა და შესწავლა პირად შემადგენლობაზე მათი შესაძლო არასასურველი ზემოქმედების აღსაკვეთად.
6. კადრების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) სამსახურის ხელმძღვანელობის საკადრო პოლიტიკის განხორციელების მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია, აგრეთვე შრომის დისციპლინის კონტროლის უზრუნველყოფა;
ბ) სამსახურში მისაღები კანდიდატების დადგენილი წესით შერჩევა-შესწავლა და სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება;
გ) სამსახურის პირადი შემადგენლობის პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკებისა და ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში სხვა სამსახურებრივი და პირადი დოკუმენტაციის წარმოება;
დ) პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ბრძანებების პროექტების მომზადება;
ე) მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოსაზიდად შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
ვ) სამსახურის თანამშრომელთა სამსახურის გავლის, სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლების, საბრძოლო და ფიზიკური მომზადების უზრუნველყოფა.
7. სამეურნეო სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) სამსახურის დანაყოფების მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფისა და განვითარების ღონისძიებათა განხორციელება;
გ) სამსახურის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა;
დ) სამსახურის ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობების მიმდინარე და კაპიტალური სარემონტო, აგრეთვე სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელება;
8. სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო და დროებით ადგილსამყოფელზე, აგრეთვე მისი გადაადგილების მარშრუტებზე უსაფრთხოების ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ბ) დასაცავ პირზე ან დაცვის ობიექტზე თავდასხმის შემთხვევაში თავდასხმის სუბიექტის ან წყაროს გაუვნებელყოფა;
გ) საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირებზე თავდასხმის შემთხვევაში თავდასხმის სუბიექტის ან წყაროს გაუვნებლება;
დ) მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობის შენარჩუნება.
9. სამსახურის აპარატს, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება სამსახურის უფროსს, განესაზღვრება შემდეგი ძირითადი ამოცანები:
ა) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ბ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მუშაობის ინსპექტირების განხორციელება;
გ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების სამართლებრივი უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურება;
დ) დასაცავ პირთა დაცვითი ღონისძიებების დაგეგმვის საქმიანობის უზრუნველყოფა;
ე) დაცვითი ღონისძიებების განხორციელებისას რადიოეთერის მეშვეობით სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებს შორის ინფორმაციის დროული გაცვლისა და ურთიერთმოქმედების კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ვ) საკანცელარიო და საარქივო საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
ზ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
თ) სამსახურის უფროსის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება;
ი) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
კ) ღია საინფორმაციო საშუალებებთან მუშაობის ორგანიზება (ბრიფინგები, პრესკონფერენციები, ინტერვიუები);
ლ) სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა.
10. სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის უზრუნველყოფა სატელიტური სატელეფონო კავშირით საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ;
ბ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ღია და დახურული რადიოკავშირით უზრუნველყოფა;
გ) სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების საერთო მოხმარების საკაბელო სატელეფონო კავშირით უზრუნველყოფა სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში;
დ) სამსახურის კუთვნილი კავშირის სისტემებისა და საშუალებების ექსპლუატაციის, აგრეთვე მითი ფუნქციონირების ხარისხის გასაუმჯობესებელი სამუშაოების უზრუნველყოფა;
ე) ქვეყნის უმაღლესი და მაღალი რანგის თანამდებობის პირთა სატელეფონო საუბრებისა და სხვა სახის შეტყობინებების დაცულობისა და საიმედოობის უზრუნველყოფა.
11. საქართველოს ნავთობსადენებისა და სხვა ობიექტების დაცვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს მილსადენისა და მისი ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებათა უზრუნველყოფა;
ბ) ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მაგისტრალური ნავთობსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის დაცვისა და უსაფრთხოების კომპლექსური ღონისძიებების განხორციელება;
გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებების საფუძველზე პირთა და ობიექტთა დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფა.
12. ოპერატიულ-ტექნიკური სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) სამსახურის დასაცავ პირებთან და დასაცავ ობიექტებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, ინფორმაციის გაჟონვის ტექნიკური საშუალებებისა და მოწყობილობების გამოვლენის, აღკვეთისა და პროფილაქტიკის უზრუნველყოფა;
ბ) დასაცავი ობიექტების, აგრეთვე დასაცავი პირების მონახულების ობიექტებისა და გადაადგილების მარშრუტების დათვალიერება ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების აღმოჩენის მიზნით;
გ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში ტექნიკური საშუალებების გამოყენებით სხვა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება.
13. საფინანსო განყოფილების ძირითადი ამოცანებია:
ა) სამსახურის საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა;
ბ) სამსახურის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
გ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ხარჯთა ნუსხის შედგენა.
14. სამედიცინო განყოფილების ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს პრეზიდენტის სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ;
ბ) დასაცავი პირების სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა;
გ) დასაცავ ობიექტზე სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა;
დ) სამსახურის თანამშრომელთა სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სპეციალური სამედიცინო კომისიის ორგანიზება-ჩატარება;
ე) სამსახურის დასაცავ, აგრეთვე დასაცავი პირის მონახულების ობიექტებზე სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების დაცვის კოტროლის უზრუნველყოფა ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული მეთოდების გამოყენებით;
ვ) სამსახურის ბალანსზე არსებულ ობიექტებზე წინასწარი და მიმდინარე სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის განხორციელება.“.
9. დებულების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17.
აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების დაცვის სპეციალური სამსახურების ძირითადი ამოცანებია:
ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელისუფლებო შტოების უმაღლესი თანამდებობის პირთა დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების დაცვისა და უსაფრთხოების ღონისძიებათა უზრუნველყოფა.“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები