დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 28 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 166 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016672 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 28 იანვრის №56 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ „საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 28 იანვრის №56 ბრძანებით (www.matsne.gov.ge), 29/01/2015, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016561) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1” ქვეპუნქტი: „თ1) სხვადასხვა სპეციალობის პერსონალის კვალიფიკაციისა და კომპეტენტურობის შეფასება და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მათი სერტიფიცირება;”. 2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი: „ლ) სერტიფიკაციის სამსახური.“. 3. მე-15 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 მუხლი: „მუხლი 151. სერტიფიკაციის სამსახური სერტიფიკაციის სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია: ა) დადგენილი სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სხვადასხვა სპეციალობის მიხედვით დაინტერესებული პირების, ასევე მათი პერსონალის კვალიფიკაციისა და კომპეტენტურობის შეფასება და მათი სერტიფიცირება; ბ) სერტიფიცირებასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდება და შესაბამისი პროცესის ორგანიზება; გ) დადგენილი პერიოდულობით, საქმიანობის ანგარიშის მომზადება და უფლებამოსილი პირებისათვის წარდგენა; დ) ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული იმ ფუნქციების განხორციელება, რაც დაკავშირებულია სამსახურის მიზანთან; ე) ცენტრის დირექტორისა და კურატორი მოადგილის მითითებებისა და დავალებების შესრულება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები