დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N246 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 167 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.027.016671 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №246 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №246 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №246 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010 წ., №172, მუხ. 2534) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის: ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ეროვნული არქივი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ ფარგლებში და წესით.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ეროვნულ არქივს აქვს სახელმწიფოს მიერ გადაცემული განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, კანონმდებლობით ნებადართული საბანკო ანგარიშები, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.“. 2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ცენტრალური არქივებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის ორგანიზაცია, კოორდინაცია, ნორმატიული და მეთოდური უზრუნველყოფა.“. 3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.დ) ახორციელებს დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარებისათვის კერძო სამართლის იურიდიული პირების აკრედიტაციას საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ განსაზღვრული წესის, კრიტერიუმებისა და საფასურის ოდენობის საფუძველზე;“; ბ) „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ე) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ბრძანების პროექტს „დაწესებულებებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დროებითი შენახვის ზღვრული ვადების შესახებ“;“; გ) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ა) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ბრძანების პროექტს „ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვისა და დაცვის პირობების შესახებ“;“; დ) „ბ.ე“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ე) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ბრძანების პროექტს „ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის პირის გასხვისების წესისა და პირობების შესახებ“; ბ.ვ) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ბრძანების პროექტს „კერძო არქივების ფუნქციონირების წესის შესახებ“, ახორციელებს კერძო არქივებში ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვისა და შენახვის კონტროლს;“; ე) „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ა) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ბრძანების პროექტს „ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვის წესისა და აღრიცხვის ცნობის ფორმის შესახებ“;“; ვ) „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ა) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ბრძანების პროექტს „ეროვნული საარქივო ფონდის სახელმწიფო საკუთრების დოკუმენტებთან დაშვების წესის შესახებ“;“; ზ) „დ.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.ე) ამზადებს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების თემატურ გამოფენებს, ახორციელებს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დედნების მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით საგამოფენო მიზნით გამოყენებას ან/და მათი პირების ექსპონირებას ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში, ცენტრალურ არქივებსა და ტერიტორიულ ორგანოებში, აგრეთვე ეროვნული არქივის ტერიტორიის გარეთ;“; თ) „ე.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე.ა) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ბრძანების პროექტს „საქმისწარმოებისა და დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესის შესახებ“;“; ი) „ზ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ.ბ) განაზოგადებს, აანალიზებს და შეაფასებს მონაცემებს საქართველოში საარქივო საქმის მდგომარეობის, ცენტრალური არქივებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის შედეგების შესახებ;“; კ) „ზ.დ“-„ზ.ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ.დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს ცენტრალური არქივების ქსელსა და სტრუქტურას, ამზადებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს ბრძანების პროექტს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოებისა და სტრუქტურული ერთეულების - ცენტრალური არქივების - სამოქმედო ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ“; ზ.ე) ახორციელებს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კანონიერების ზედამხედველობას; ზ.ვ) უზრუნველყოფს დაწესებულებათა არქივებისა და საქმისწარმოების სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, მათი მოთხოვნის შემთხვევაში.“; ლ) „ზ.ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ეროვნული არქივის ხელმძღვანელობა 1. ეროვნულ არქივს ხელმძღვანელობს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი (შემდგომში – გენერალური დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის შერჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით; 2. გენერალურ დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილის შერჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით; 3. გენერალური დირექტორის მოადგილეების უფლებამოსილება და საკურატორო სფეროები განისაზღვრება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. გენერალური დირექტორის დავალებით მისი მოადგილეები ასრულებენ გენერალური დირექტორის ცალკეულ დავალებებს და ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს. გენერალური დირექტორის ერთ-ერთი მოადგილის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე, მინისტრთან შეთანხმებით, ასრულებს ამავე მოადგილის საკურატორო სფეროში შემავალი ერთ-ერთი ქვედანაყოფის უფროსი. 4. გენერალური დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში გენერალური დირექტორის მოვალეობას, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ასრულებს გენერალური დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.“. 5. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) უზრუნველყოფს ეროვნული არქივის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კონტროლს და მეთოდურ ხელმძღვანელობას;“; ბ) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) თანამდებობაზე ნიშნავს ეროვნული არქივის თანამშრომლებს კონკურსის საფუძველზე, რომლის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, კონკურსის ჩატარებამდე, თანამდებობაზე დანიშნოს მოვალეობის შემსრულებელი, კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს თანამშრომელთა დაწინაურება, თანამდებობიდან გაათავისუფლოს ეროვნული არქივის თანამშრომლები, მათ მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;“; დ) პირველი პუნქტის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) ამტკიცებს ტერიტორიული ორგანოების ბეჭდებისა და შტამპების სტანდარტულ ნიმუშებსა და კოდურ აღნიშვნებს; ნ) მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის“ საფუძველზე, ეროვნული არქივის სისტემაში სტაჟირების გავლის მიზნით, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს.“; ე) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ტერიტორიული ორგანოების დებულებას და საშტატო ნუსხას ამტკიცებს გენერალური დირექტორი.“; ვ) მე-6 და 61 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 6. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეროვნული არქივის სტრუქტურა შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების - რეგიონული არქივების, ადგილობრივი არქივებისა და ადგილობრივი წარმომადგენლობებისგან, რომელთა მეშვეობით ეროვნული არქივი უზრუნველყოფს თავისი უფლებამოსილებების განხორციელებას.“; ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ეროვნული არქივის ცენტრალური აპარატი შედგება შემდეგი ქვედანაყოფებისაგან: ა) საორგანიზაციო განყოფილება; ბ) საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილება; გ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; დ) ეროვნული საარქივო ფონდის ფორმირებისა და საქმისწარმოების განყოფილება; ე) ეროვნული საარქივო ფონდის დაცვისა და აღრიცხვის განყოფილება; ვ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ინფორმაციისა და გამოყენების განყოფილება; ზ) ანალიტიკურ-მეთოდური განყოფილება; თ) დაწესებულებების დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების განყოფილება; ი) შიდა კონტროლის განყოფილება; კ) სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკა; ლ) დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორია; მ) საფინანსო სამსახური; ნ) შესყიდვების სამსახური; ო) ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური; პ) სამეურნეო სამსახური; ჟ) ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური; რ) სამეცნიერო განყოფილება. 4. ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოებია:
7. მე-7 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ეროვნული არქივის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ფუნქციები 1. ეროვნული არქივის ცენტრალური აპარატის ფუნქციებია: ა) ცენტრალური არქივებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის ორგანიზაცია, კოორდინაცია და კონტროლი; ბ) ცენტრალური არქივებისა და ტერიტორიული ორგანოების ძირითადი საქმიანობის კანონიერებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა; გ) ცენტრალური არქივებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის სამართლებრივი, მეთოდური და ინფორმაციული უზრუნველყოფა; დ) ეროვნული საარქივო ფონდის მოცულობის, დოკუმენტების დაცვისა და შენახვის პირობების, აღრიცხვის, აღწერისა და საარქივო დოკუმენტებით სარგებლობის ორგანიზაციის შესახებ სტატისტიკური და ანალიტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, კლასიფიკაცია და განზოგადება; ე) „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა; ვ) საქართველოში საარქივო საქმის განვითარებისა და ეროვნული არქივის საქმიანობის ანალიზი, პერსპექტივების განსაზღვრა, დაგეგმვისა და ანგარიშგების ორგანიზაცია, პერსპექტიული და წლიური გეგმების და მათი შესრულების ანგარიშების მომზადება; ზ) ცენტრალური არქივებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა, ეროვნული არქივის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების შენობების დაცვის ორგანიზაცია და კონტროლი, ეროვნული არქივის კომპეტენციის სფეროში სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელება; თ) ეროვნული არქივის ადამიანური რესურსების მართვა: აღრიცხვა, მონიტორინგი, ანალიზი; კადრების პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზაცია; ი) შრომის შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების, აგრეთვე შრომის დისციპლინის კონტროლი; კ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების რესტავრაციის, კონსერვაციისა და დიგიტალიზაციის ორგანიზაცია და განხორციელება; ლ) სამეცნიერო საქმიანობის მართვა და ხელმძღვანელობა; მ) მესამე პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მათი დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავება; ნ) ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მართვა; ო) ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება და დანერგვა. 2. ცენტრალური არქივების ძირითადი ფუნქციებია: ა) ეროვნული საარქივო ფონდის შევსება ცენტრალური არქივის შესაბამისი პროფილის მიხედვით; ბ) ცენტრალური არქივის პროფილის ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვის უზრუნველყოფა, მათი კლასიფიკაცია და აღრიცხვა; გ) ცენტრალურ არქივში დაცულ დოკუმენტებზე სამეცნიერო-საცნობარო აპარატის, საძიებო სისტემების შექმნა და სრულყოფა; დ) საარქივო ინფორმაციასთან დაკავშირებით იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მომსახურების გაწევა კანონით დადგენილი წესითა და ვადებში; ე) მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა და კონტროლი იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების (მათ შორის, ეროვნულ საარქივო ფონდში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების) აღრიცხვის, დაცვისა და შენახვის საქმეში; ვ) მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა იურიდიული პირებისათვის საქმისწარმოებაში დოკუმენტების ორგანიზაციის სფეროში; ზ) ამ პუნქტით განსაზღვრულ ფუნქციებს ქ. ქუთაისის ცენტრალური არქივი ახორციელებს შესაბამის სამოქმედო ტერიტორიაზე, რომელიც განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 3. ტერიტორიული ორგანოების - რეგიონული და ადგილობრივი არქივების ფუნქციებია: ა) ეროვნული საარქივო ფონდის შევსება რეგიონული და ადგილობრივი წარმოშობისა და მნიშვნელობის დოკუმენტებით; ბ) ადგილობრივი წარმოშობისა და მნიშვნელობის ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვის უზრუნველყოფა, მათი კლასიფიკაცია და აღრიცხვა; გ) არქივში დაცულ დოკუმენტებზე სამეცნიერო-საცნობარო აპარატის, საძიებო სისტემების შექმნა და სრულყოფა; დ) საარქივო ინფორმაციასთან დაკავშირებით იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მომსახურების გაწევა კანონით დადგენილი წესითა და ვადებში; ე) მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა და კონტროლი იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების (მათ შორის, ეროვნულ საარქივო ფონდში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების) აღრიცხვის, დაცვისა და შენახვის საქმეში; ვ) მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა იურიდიული პირებისათვის საქმისწარმოებაში დოკუმენტების ორგანიზაციის სფეროში; ზ) ამ პუნქტით განსაზღვრულ ფუნქციებს რეგიონული და ადგილობრივი არქივები ახორციელებენ შესაბამის სამოქმედო ტერიტორიებზე, რომელიც განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 4. ტერიტორიული ორგანოების - ადგილობრივი წარმომადგენლობების ფუნქციებია: ა) ეროვნული საარქივო ფონდის შევსება ადგილობრივი წარმოშობისა და მნიშვნელობის დოკუმენტებით; ბ) საარქივო ინფორმაციასთან დაკავშირებით იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის მომსახურების გაწევა კანონით დადგენილი წესითა და ვადებში; გ) მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა და კონტროლი იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების (მათ შორის, ეროვნულ საარქივო ფონდში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების) აღრიცხვის, დაცვისა და შენახვის საქმეში; დ) მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა იურიდიული პირებისათვის საქმისწარმოებაში დოკუმენტების ორგანიზაციის სფეროში; ე) ამ პუნქტით განსაზღვრულ ფუნქციებს ადგილობრივი წარმომადგენლობები ახორციელებენ შესაბამის სამოქმედო ტერიტორიებზე, რომელიც განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. მუხლი 8. ეროვნული არქივის ცენტრალური აპარატის ქვედანაყოფების, ცენტრალური არქივებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების უფლებამოსილებები ეროვნული არქივის ცენტრალური აპარატის ქვედანაყოფის უფროსი, ცენტრალური არქივისა და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის, ცენტრალური არქივის ან/და ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ) აკონტროლებს მოსამსახურეების მიერ მათი მოვალეობის შესრულებას; დ) ხელს აწერს ან/და ვიზას ადებს ქვედანაყოფში, ცენტრალურ არქივში ან/და ტერიტორიულ ორგანოში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) გენერალურ დირექტორს წარუდგენს ანგარიშს ქვედანაყოფის, ცენტრალური არქივის ან/და ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის შესახებ. ცენტრალური აპარატის საფინანსო სამსახურის უფროსი ადგენს ეროვნული არქივის ფინანსურ და სტატისტიკურ ანგარიშებს სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარსადგენად; ვ) ასრულებს გენერალური დირექტორის ან/და კურატორი მოადგილის სხვა დავალებებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მე-14, მე-17, 28-ე, 41-ე, 45-ე, 49-ე და 51-ე ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 3 |
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მე-14, მე-17, 28-ე, 41-ე, 45-ე, 49-ე და 51-ე ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2017 წლის პირველი იანვრიდან. |
| მუხლი 4 |
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის 22-ე, 24-ე, 37-ე, 39-ე, 44-ე, 48-ე, 66-ე ქვეპუნქტები ძალადაკარგულად ჩაითვალოს 2017 წლის პირველი იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები