დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო ლატარიების ორგანიზების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 20 იანვრის №21 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 250 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 08/06/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 56, 16/06/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/08/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.060.000.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №250
2003 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო ლატარიების ორგანიზების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 20 იანვრის №21 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„სახელმწიფო ლატარიების ორგანიზების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 20 იანვრის №21 ბრძანებულებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ 2003 წლის 22 იანვრის №7) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სახელმწიფო ლატარიის მოწყობის შედეგად მიღებული შემოსავლების ნაწილის (მიზნობრივი თანხები ლატარიის ამონაგებისა და გაცემული საპრიზო ფონდის სხვაობის 15 პროცენტი) ფონდის მიერ დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამების დასაფინანსებლად გამოყენება“.
2. მე-3 და მე-4 პუნქტები გადაინომროს შესაბამისად მე-2 და მე-3 პუნქტებად.
3. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ფონდის დებულებაში გათვალისწინებულ იქნეს სამეთვალყურეო ორგანოს შექმნა, რომელიც წარმოდგენილი იქნება ფინანსთა, კულტურის და განათლების სამინისტროების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტების ხელმძღვანელებით, კულტურის, სპორტის, ხელოვნებისა და საზოგადოების გამოჩენილი მოღვაწეებით.“.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები