„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 165
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 10/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.016668
165
10/08/2016
ვებგვერდი, 10/08/2016
010130000.22.027.016668
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №165

2016 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.07.2011წ., 010130000.22.027.016165) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საბავშვო დაწესებულების ხელმძღვანელის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის, სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის, გამგეობის (მერიის) რწმუნებულის, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სამხედრო ნაწილის მეთაურის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ხელმძღვანელის მიერ ფოტოიდენტურობის დადასტურება ხდება წერილობით და მათი გამოცხადება სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე სავალდებულო არ არის. აღნიშნულ პირთა მიერ გაცემულ ფოტოიდენტურობის დამადასტურებელ დოკუმენტზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ბეჭდით, ამასთან, დოკუმენტზე დაკრულ ფოტოსურათზე ბეჭედი უნდა დაისვას იმგვარად, რომ ბეჭდის ნაწილი გადადიოდეს ფოტოსურათზე და დარღვეული არ იყოს ბეჭდის მთლიანობა.“.

2. მე-10 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო;“.

3. მე-11 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის რეგისტრაციის შემთხვევაში, ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართვა მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მისამართზე რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ. მიმართვაში უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია ბავშვის სტატუსის  და  მისი პერსონალური მონაცემების შესახებ.’’;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.  თუ  პირმა  ვერ  წარმოადგინა  ამ  მუხლის  მე-2  პუნქტის  „ა“  ან  „ბ“  ქვეპუნქტით  გათვალისწინებული დოკუმენტები,  მათ ნაცვლად გამოიყენება პირის დაბადების რეგისტრაციის  მონაცემები ან ყოფილი საბჭოთა სოციალისტური  რესპუბლიკების  კავშირის  პასპორტის  გაცემის  მიზნით  შევსებული  განცხადება. სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია თვითონ მოიპოვოს აღნიშნული მონაცემები ან დოკუმენტი. ასეთი დოკუმენტების წარმოუდგენლობის/მოუძიებლობის შემთხვევაში მათ ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს  მოქალაქეობის მინიჭების გადაწყვეტილებაში ან  ბინადრობის ნებართვაში მითითებული მონაცემები.“. 

4. 28-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში ასევე  მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო;“.

5. 29-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში, ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართვა მიუსაფარი ან და ძალადობის მსხვერპლი ბავშვზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის მოთხოვნით. მიმართვაში უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია ბავშვის სტატუსის  და  მისი პერსონალური მონაცემების შესახებ.’’;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  თუ  პირმა  ვერ  წარმოადგინა  ამ  მუხლის  მე-2  პუნქტის  „ა“  ან  „ბ“ ქვეპუნქტებით  გათვალისწინებული  დოკუმენტი,  მათ  ნაცვლად  გამოიყენება  პირის  დაბადების  რეგისტრაციის  მონაცემები  ან  ყოფილი  საბჭოთა სოციალისტური  რესპუბლიკების  კავშირის  პასპორტის  გაცემის  მიზნით  შევსებული  განცხადება.  სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია თვითონ მოიპოვოს პირის დაბადების რეგისტრაციის მონაცემები ან  ყოფილი   საბჭოთა  სოციალისტური   რესპუბლიკების  კავშირის  პასპორტის  გაცემის  მიზნით  შევსებული  განცხადება. ასეთი დოკუმენტები წარმოუდგენლობის/მოუძიებლობის შემთხვევაში, მათ ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს  მოქალაქეობის მინიჭების გადაწყვეტილებაში ან  ბინადრობის ნებართვაში მითითებული მონაცემები.“.   

6. 34-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში, ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო;“.

7. 39-ე მუხლს:

ა)  პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო;“;

ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო;“.

8. მე-40 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არასრულწლოვან, მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ ან მიუსაფარ ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მიზნით განმცხადებელმა უნდა წარადგინოს:

ა) დაბადების მოწმობა, ხოლო თუ პირი დაბადებულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ – დაბადების მოწმობა ან შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას, მისი დაბადების ფაქტს და მშობლების ვინაობას;

ბ) პირადობის მოწმობა, თუ პირს პასპორტის გაცემამდე შეუსრულდა 14 წელი ან ბინადრობის მოწმობა (მიუხედავად პირის ასაკისა);

გ) 2 ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ, დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით;

დ) არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თაობაზე, ხოლო ამ მუხლის მე-6 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას ამ გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) კანონით დადგენილი შესაბამისი მომსახურების ან დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა“;

ვ) მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში, ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართვა მიუსაფარი ან და ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მოთხოვნით. მიმართვაში უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია ბავშვის სტატუსის  და  მისი პერსონალური მონაცემების შესახებ.’’;

ბ) მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. მიუსაფარ ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე პასპორტი, სამგზავრო პასპორტი ან სამგზავრო დოკუმენტი, კანონიერი წარმომადგენლების თანხმობის ნაცვლად, შესაძლებელია ასევე გაიცეს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობით.“.

9. 44-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს;“.

10. 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. 9 წლამდე ასაკის მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის სახელზე პირადობის (ბინადრობის)  მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაცემის შემთხვევაში, თუ დოკუმენტის გაცემაზე განცხადების წარმდგენია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო,  დოკუმენტი გაიცემა ხელმოწერის გარეშე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი