„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 163
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 10/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016666
163
10/08/2016
ვებგვერდი, 10/08/2016
040030000.22.027.016666
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №163

2016 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 040030000.22.027.016240, 31.01.2012) დამტკიცებულ  წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 27-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. IX თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თავი IX

სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების და/ან დამატების შეტანა, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში განხორციელებული სახელის ცვლილების კანონიერად აღიარება“.

3. 59-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 591 მუხლი:

მუხლი 591. სახელის ცვლილების კანონიერად აღიარება

1. დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის სახელის შეცვლა ან შესწორება, რომელიც არ არის დადასტურებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერით ან/და შესაბამისი ბეჭდით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ აღიარებული იქნება კანონიერად, თუ დაბადების სამოქალაქო აქტი რეგისტრირებულია 2008 წლამდე და პირი შესწორებული/შეცვლილი მონაცემით ფლობს დაბადების მოწმობას ან/და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტს (სახელის ცვლილების კანონიერად აღიარება).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გამოაქვს დასაბუთებული გადაწყვეტილება სახელის ცვლილების კანონიერად აღიარების შესახებ.

3. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში სახელის ცვლილების კანონიერად აღიარების შესახებ მიმართვის უფლება აქვს:

ა) პირს, რომლის მიმართაც შედგენილია შესაბამისი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერი;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არასრულწლოვნის (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არასრულწლოვანი იმყოფება ქორწინებაში) ერთ-ერთ მშობელს ან მის სხვა კანონიერ წარმომადგენელს;

გ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს, მისი მზრუნველის ან მხარდამჭერის თანხმობით, თუ იგი სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ ან მხარდაჭერის მიმღებად.

4. სახელის ცვლილების კანონიერად აღიარების მოთხოვნის შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) იმ პირის, რომლის მიმართაც შედგენილია შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, დაბადების მოწმობა ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი, რომლებშიც დაფიქსირებულია შეცვლილი ან შესწორებული მონაცემი;

გ) მხარდაჭერის/მზრუნველობის ან ამ მუხლით გათვალისწინებული წარმომადგენლობითი  უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ სახელის ცვლილების კანონიერად აღიარებაზე უარი უნდა ითქვას, თუ დასტურდება, რომ სახელის ცვლილების შემდეგ, რომელიც კანონიერად უნდა იქნეს აღიარებული, პირმა ისევ შეიცვალა სახელი ან მასზე  უკვე გაცემულია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში სახელის შეცვლამდე/შესწორებამდე არსებული სახელით, ან პირი ვის, მიმართაც არის შედგენილი დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, გარდაცვლილია.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი