„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 390
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2016
ძალაში შესვლის თარიღი 09/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.019455
390
09/08/2016
ვებგვერდი, 09/08/2016
280120000.10.003.019455
„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №390

2016 წლის 9 აგვისტო

   ქ. თბილისი

„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2014, 280120000.10.003.018378) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის“ მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. შემოსავლების ინდექსის გამოთვლა

შემოსავლების ინდექსი გამოითვლება ფორმულით:

C4 = K4,1 In (1+Y4,1),

სადაც:

ა) K4,1 არის კოეფიციენტი;

ბ) Y4,1 არის Y4,11, Y4,12 და Y4,13-ის ჯამი:

ბ.ა) Y4,11 ოჯახის დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვეში ოჯახის ყველა წევრის ჯამური პირადი ფულადი შემოსავლების (ხელფასისა და ყველა სხვა ანაზღაურების ჩათვლით), გარდა სახელმწიფო პენსიის, სოციალური პაკეტისა და გასულ 12 თვეში ოჯახის სხვა ჯამური ფულადი შემოსავლების 1/12 ნაწილის ჯამი;

ბ.ბ)  Y4,12 ოჯახის თითოეული წევრის მიერ წინა მეორე თვეში მიღებულ სახე­ლ­მწიფო პენსიასა და 160-ს შორის მინიმალური მნიშვნელობების ჯამი;

ბ.გ)  Y4,13 – ოჯახის თითოეული წევრის მიერ წინა მეორე თვეში მიღებულ სოციალურ პაკეტსა და „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული წესის 2016 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქციით გათვალისწინებულ სოციალურ პაკეტს შორის მინიმალური მნიშვნელობების ჯამი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 9 აგვისტოდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი