„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-36/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 09/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2016
ძალაში შესვლის თარიღი 09/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.035.016401
01-36/ნ
09/08/2016
ვებგვერდი, 09/08/2016
280120000.22.035.016401
„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-36/ნ

2016 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში (სსმ III, 20.05.2010, №56, მუხ. 4878) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს:

ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი (დანართი №1);

ბ) ოჯახის დეკლარაციის ფორმა (დანართი №2);

გ) ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმის ფორმა (დანართი №3);

დ) ოჯახის წევრ(ებ)ის რეფერირების ფორმა (დანართი №4).“.

2. ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ (დანართი №1):
ა) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) სოციალური მუშაკი - სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სპეციალურად უფლებამოსილი პირი.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ე) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შემთხვევაში, აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრის სამ თვეზე მეტი ვადით საზღვრის კვეთის თაობაზე. სამთვიანი ვადის ამოწურვის თვიდან არაუგვიანეს მომდევნო ერთი თვის ვადაში (თვეთა ათვლისას საზღვრის კვეთის თვე ითვლება პირველ თვედ).“;

გ) მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. „A8“ პუნქტის – „ჩაწერეთ რამდენია შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის საერთო ფართობი“ შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა დეკლარაციაში უნდა დააფიქსიროს სსიპ – „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ მითითებული ინფორმაცია კვადრატული მეტრის მითითებით, ხოლო იმ შემთხვევაში თუ უძრავი ქონება არ არის დარეგისტრირებული სსიპ – „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ ჩაიწერება ოჯახის უფლებამოსილი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია კვადრატული მეტრის მითითებით. თუ ოჯახი ცხოვრობს ნაქირავებ/ნაგირავებ ბინაში და არ არის დარწმუნებული თუ რამდენ ფართობს იკავებს ზუსტად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ჩაწერს იმ მონაცემებს, რომელსაც დააფიქსირებს ოჯახის წევრი და აღნიშნული ინფორმაცია ჩაითვლება სანდოდ. შეუსაბამო ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი პირი შეავსებს ოჯახის დეკლარაციის „F“ ბლოკის შესაბამის გრაფას.“;

დ) მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თუ რომელიმე სახის გასაცემელს ან სხვა ფულად შემოსავალს იღებს ოჯახის არასრულწლოვანი წევრი, მაშინ შესაბამისი თანხა ჩაეწერება არასრულწლოვან წევრს, რომელიც ამ დახმარების/შემოსავლის კანონიერი მიმღებია.“;

ე) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10.

1. დეკლარაციის „E“ ბლოკში – „კომუნალური ხარჯები“ ფიქსირდება ოჯახის მიერ დეკლარაციის შევსების თვის წინა მეორე თვიდან გასული თორმეტი თვის განმავლობაში გაწეული ხარჯები ოჯახის მიერ ელექტროენერგიის, წყლის, დასუფთავების,  ან/და ბუნებრივი აირის მოხმარებაზე წარმოდგენილი გადასახადების ქვითრების ან ასეთ(ებ)ის არქონის შემთხვევაში ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. თუ ოჯახს  ამ პერიოდის განმავლობაში  ელექტროენერგიის, წყლის, დასუფთავების,  ან/და ბუნებრივი აირის მოხმარებაზე გადასახადი არ გადაუხდია, იწერება ციფრი „0“.

2.  დეკლარაციის „E“ ბლოკში – „კომუნალური ხარჯები“,  ფიქსირდება ოჯახის მიერ გაწეულ ხარჯებს გამოკლებული სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კომუნალური სუბსიდირების მიზნით გაცემული ფულადი დახმარების/ვაუჩერის ოდენობა, ოჯახის მიერ სააგენტოში მიმართვისა და შესაბამისი უწყების მიერ დადასტურებული დოკუმენტის საფუძველზე, გარდა მინდობით აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართული ოჯახებისა.

3.  იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა ხორციელდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ოჯახში ვიზიტისას  და დეკლარაციის „E“ ბლოკის შევსების დროს ოჯახი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კომუნალური სუბსიდირების მიზნით ჩაერიცხა ფულადი დახმარება, რაც დასტურდება სახელმწიფო ან  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გაცემული (ოჯახის ხელთ არსებული ან სააგენტოსათვის მიწოდებული) ინფორმაციით,  ამავე პუნქტით გათვალისწინებული სხვაობა შესაძლებელია დაფიქსირდეს ოჯახის მიერ სააგენტოში მიმართვის გარეშე.”;

ვ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14.

1. სააგენტოს უფლებამოსილი პირი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმს (შემდგომში – „შეწყვეტის ოქმი“) (დანართი №3) ავსებს იმ შემთხვევებში თუ:

ა) ოჯახი ხელოვნურად არის გაერთიანებული;

ბ) ოჯახი ხელოვნურად არის დაყოფილი;

გ) ოჯახი მითითებულ მისამართზე მუდმივად არ ცხოვრობს;

დ) ოჯახი სააგენტოს უფლებამოსილ პირს არ აძლევს ქონების/დოკუმენტების დათვალიერების საშუალებას;

ე) ოჯახი უარს აცხადებს დეკლარაციის შევსებაზე და/ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე;

ვ)   ვერ ხერხდება ოჯახის წევრებთან ან უფლებამოსილ წარმომადგენელთან შეხვედრა;

ზ) ოჯახის ყველა წევრს არ გააჩნია დეკლარაციის შევსებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული საბუთები;

თ) სხვა მიზეზი, როცა ვიზიტის დროს რაიმე გარემოების გამო სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ვერ ხერხდება ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ან როდესაც შეუძლებელია ოჯახის იდენტიფიცირება (მაგ. განაცხადში მითითებული მისამართი არ არსებობს ან მითითებულ მისამართზე არ მდებარეობს შენობა-ნაგებობა).

2. შეწყვეტის ოქმში მითითებული უნდა იყოს სააგენტოს უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი; ოჯახის საიდენტიფიკაციო კოდი; ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ოქმის შევსების თარიღი.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის ოქმი ივსება იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს უფლებამოსილი პირი დარწმუნებულია ოჯახის ხელოვნურად დაყოფის ან ხელოვნურად გაერთიანების საკითხში, რასაც მოწმობს ოჯახის საცხოვრებელი პირობები.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის ოქმი ივსება იმ შემთხვევაში, როცა სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვიზიტის დროს დაადგენს, რომ ოჯახი ნამდვილად არ ცხოვრობს განაცხადში/განცხადებაში მითითებულ მისამართზე; ასეთ შემთხვევაში, სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სამი ვიზიტის განხორციელება სავალდებულო არ არის.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის ოქმი ივსება იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის, ოჯახის სხვა წევრ(ებ)ის, ან მესამე პირის მხრიდან ადგილი აქვს სააგენტოს უფლებამოსილი პირისათვის ოჯახის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაში ხელის შეშლას და ამ წესის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობას.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის ოქმი ივსება იმ შემთხვევაში, როცა ოჯახი მისივე სურვილით უარს აცხადებს დეკლარაციის შევსებაზე და/ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეწყვეტის ოქმი ივსება იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს უფლებამოსილი პირი სამი ვიზიტის განხორციელების შემდეგ ვერ შეძლებს ოჯახთან ან ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელთან შეხვედრას. ამ შემთხვევაში შეწყვეტის ოქმის „A“ ბლოკის შესაბამისი გრაფა მოინიშნება მას შემდეგ, რაც სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სრულად იქნება შევსებული შეწყვეტის ოქმის „B“ ბლოკი. ამ საფუძვლით შეწყვეტის ოქმის შევსებისას სააგენტოს პასუხისმგებელმა პირმა უნდა გაითვალისწინოს:

ა) განხორციელებულ პირველ და მესამე ვიზიტებს შორის დროის მონაკვეთი არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები;

ბ) შეწყვეტის ოქმის შევსების თარიღად უნდა მიეთითოს სააგენტოს პასუხისმგებელი პირის მიერ განხორციელებული მესამე ვიზიტის თარიღი;

გ) შეწყვეტის ოქმში არ არის სავალდებულო მიეთითოს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

დ) „B“ ბლოკის თითოეული გრაფის შევსებისას სასურველია ფიქსირდებოდეს იმ პირის მონაცემები (სახელი, გვარი, კავშირი ოჯახთან (მეზობელი, ნათესავი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელი ან სხვა) და ხელმოწერა), რომელიც დაადასტურებს სააგენტოს უფლებამოსილი პირის ოჯახში ვიზიტის ფაქტს. ამ შემთხვევაში, რეგისტრაციის შეწყვეტა არ არის ოჯახისათვის ერთი წლის განმავლობაში ხელახალი რეგისტრაციის აკრძალვის საფუძველი.

8. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის რომელიმე წევრს არ გააჩნია ამ წესის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საბუთ(ებ)ი (ან არსებულ საბუთში არ არის მითითებული პირადი ნომერი) დეკლარაციის შევსება ჩერდება და ოჯახს ეძლევა ერთთვიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. ამ შემთხვევაში სააგენტოს პასუხისმგებელი პირი ავსებს შეწყვეტის ოქმის „C“ ბლოკს, რომელშიც უთითებს ოჯახის შესაბამისი წევრ(ებ)ის სახელსა და გვარს, სვამს ვიზიტის თარიღსა და ოჯახის გაფრთხილების თაობაზე ხელს აწერინებს ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

9. თუ ოჯახი, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, სააგენტოს უფლებამოსილ პირს ვერ წარმოუდგენს პირადობის დამადასტურებელ შესაბამის საბუთ(ებ)ს, სააგენტოს პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დაასრულოს შეწყვეტის ოქმის შევსება, კერძოდ:

ა) შეწყვეტის ოქმის „A“ ბლოკში მიუთითოს შესაბამის მიზეზი (ოჯახის ყველა წევრს არ გააჩნია დეკლარაციის შევსებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული საბუთები);

ბ) მიუთითოს შეწყვეტის ოქმის შევსების დასრულების თარიღი. ამასთან, შეწყვეტის ოქმის „C“ ბლოკის შევსების (გაფრთხილების) თარიღსა და შეწყვეტის ოქმის შევსების თარიღს შორის დროის მონაკვეთი არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები.

10. ამ მუხლის მე-9  პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რეგისტრაციის შეწყვეტა არ არის ოჯახისათვის ერთი წლის განმავლობაში ხელახალი რეგისტრაციის აკრძალვის საფუძველი.

11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მიზეზ(ებ)ით შეწყვეტის ოქმის შევსების შემთხვევებში ოჯახს უუქმდება რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში და ერთი წლით კარგავს უფლებას ხელახალ რეგისტრაციაზე.

12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეწყვეტის ოქმის შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია, შეწყვეტის ოქმის შესაბამის უჯრაში  გააკეთოს მონიშვნა, ოჯახისათვის ხელახალი რეგისტრაციის ერთი წლით შეზღუდვის თაობაზე.

13. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი განმარტებები შეწყვეტის ოქმის შევსების თაობაზე,  სააგენტოს უფლებამოსილ პირს შეუძლია დააფიქსიროს გრაფაში „სხვა“.

14. სააგენტოს პასუხისმგებელი პირი შეწყვეტის ოქმის შევსებას ადასტურებს ხელმოწერით. შეწყვეტის ოქმზე არ არის სავალდებულო ფიქსირდებოდეს ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელის ხელმოწერა.

15. შეწყვეტის ოქმის შევსების შემდეგ ოჯახის განაცხადი მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად  ძალას კარგავს ავტომატურად.

16. შეწყვეტის ოქმის შევსების შემდეგ სააგენტო ვალდებულია წერილობით აცნობოს ოჯახს განაცხადის ძალადაკარგულად აღიარების,  მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის გაუქმების და/ან ოჯახისათვის ხელახალი რეგისტრაციის ერთი წლით შეზღუდვის შესახებ.“;

ზ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესს“ (დანართი N1) დაემატოს შემდეგი შინაარსის  თავი VII ოჯახის წევრ(ებ)ის რეფერირების ფორმის შევსების წესი“:

          „თავი VII. ოჯახის წევრ(ებ)ის რეფერირების ფორმის შევსების წესი

მუხლი 17.

1. ოჯახის წევრ(ებ)ის რეფერირების ფორმა (შემდგომში - ფორმა) წარმოადგენს სპეციალური ფორმის დოკუმენტს, რომელიც სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ივსება დამოუკიდებლად, საჭიროების შესაბამისად:

ა) ამ წესით განსაზღვრული „ოჯახის დეკლარაციის“ შევსების მიზნით სააგენტოს უფლებამოსილი პირის ოჯახში ვიზიტისას;

ბ) საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურის განხორციელების  მიზნით სააგენტოს უფლებამოსილი პირის ოჯახში ვიზიტისას.

2. ფორმის შევსებისას სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ შემოიხაზება:

ა) „ოჯახის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას“:

ა.ა.) იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა გადაუდებელი მდგომარეობა, აღინიშნება: სისხლდენა, ცნობიერების დაკარგვა/დაბინდვა, მხედველობის დაბინდვა და/ან სხვა მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ან შეიძლება გამოიწვიოს მისი სიკვდილი ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და ოჯახის წევრი მარტო იმყოფება. ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ საგანგებო და გადაუდებელი დახმარების სამსახურს -სსიპ - 112;

ა.ბ.) იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა გადაუდებელი მდგომარეობა, აღინიშნება: სისხლდენა, ცნობიერების დაკარგვა/დაბინდვა, მხედველობის დაბინდვა და/ან სხვა მდგომარეობა, რომელიც საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ან შეიძლება გამოიწვიოს მისი სიკვდილი ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და ოჯახის წევრი იმყოფება არასრულწლოვან პირ(ებ)თან ერთად. ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ საგანგებო და გადაუდებელი დახმარების სამსახურს -სსიპ - 112 და სოციალურ მუშაკს.

ბ) „ოჯახის წევრზე შეიმჩნევა ფიზიკური ძალადობის ნიშნები“ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ფიზიკური ძალადობის ნიშნები: სხვადასხვა ფერის სილურჯეები, სხვადასხვა ხარისხის ჭრილობები ან/და ნაკაწრები, იარები, სხეულის შეშუპებული ნაწილები, მოტეხილობები ან/და სხვა სახის დაზიანებები. ამ შემთხვევაში მისივე თანხმობით, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ სააგენტოს სოციალურ მუშაკს.

გ) თუ „ოჯახის წევრი აღნიშნავს მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე“ - მისივე თანხმობით, დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ სააგენტოს სოციალურ მუშაკს.

დ) თუ „10 წლამდე ერთი ან მეტი ბავშვი იმყოფება უმეთვალყურეოდ“ -დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ სააგენტოს სოციალურ მუშაკს.

3. თუ ოჯახის წევრ(ებ)ი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების მიუხედავად, უარს აცხადებს სოციალურ მუშაკთან გადამისამართებაზე, შემოიზახება შესაბამისი გრაფა.“. 

3. დანართი №3 (ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმის ფორმა) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
4. ბრძანებას დაემატოს შემდეგი №4 დანართი (ოჯახის წევრ(ებ)ის რეფერირების ფორმა) თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 9 აგვისტოდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელივალერი კვარაცხელია