დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ.თბილისში, ისნის რაიონში, ივანე როსტომაშვილის ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლი ზურაბ ქუქჩიშვილის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 255 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016213 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №255
2016 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
ქ.თბილისში, ისნის რაიონში, ივანე როსტომაშვილის ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ზურაბ ქუქჩიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) ისნის რაიონში, ივანე როსტომაშვილის ქუჩას მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ზურაბ ქუქჩიშვილის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;
ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები