დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას VII კვარტალში არსებული უსახელო სკვერისთვის კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნანა მჭედლიძის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 254 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016212 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №254
2016 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
ქ.თბილისში, ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას VII კვარტალში არსებული უსახელო სკვერისთვის კინორეჟისორი, სცენარისტისა და მსახიობის ნანა მჭედლიძის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას VII კვარტალში არსებულ უსახელო სკვერს მიენიჭოს კინორეჟისორი, სცენარისტისა და მსახიობის ნანა მჭედლიძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.
ბ) ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები