დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №46 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 93 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120070010.22.038.016687 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №46 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 1 მარტის №46 ბრძანებაში (სსმ, 120070010.22.038.016154, 01/03/2013) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის წახალისების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 20 მაისის N68 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს მედლით დაჯილდოება.“. 2. მე-16 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 - 43 პუნქტები: „41. ამ ბრძანების მე-15 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს მედალი, როგორც უმაღლესი ხარისხის ჯილდო, სამხედრო მოსამსახურეს შესაძლებელია გადაეცეს განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულებისა და გამორჩეული სიმამაცისათვის. 42. სამხედრო მოსამსახურის დაჯილდოება შეიძლება გარდაცვალების შემდეგაც. აღნიშნულ შემთხვევაში, ჯილდო გადაეცემა სამხედრო მოსამსახურის ოჯახს. 43. თუ დაჯილდოებულ გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეს ან სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულს არ ჰყავს მემკვიდრე, ჯილდო რჩება სამინისტროს.“. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების მოქმედება გავრცელდეს იმ გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურს იხდიდნენ საპატიმრო სასჯელის აღმასრულებელ დაწესებულებებში, მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა.
|
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები