ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 აგვისტოს №2 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 აგვისტოს №2 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 08/08/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 24/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.176.016134
21
08/08/2016
ვებგვერდი, 11/08/2016
010250000.35.176.016134
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 აგვისტოს №2 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2016 წლის 8 აგვისტო

ქ. თელავი

 

ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 აგვისტოს №2 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება  ქალაქ  თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 03 აგვისტოს №2 დადგენილებაში „ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” (www.matsne.gov.ge, 08/08/2014, 010250000.35.176.016002):
1.    ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი        
 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თვითმმართველ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის  მერის უფლებამოსილება:
ა) მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში:
ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს მერიის სტრუქტურული  ერთეულების საქმიანობას;
ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის დებულებას და მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის  თანამდებობის პირებს;
ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის საჯარო  მოსამსახურეებს;
ა.ე) უნაწილებს ფუნქციებს მერიის საჯარო მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;
ა.ვ) მერიის დებულებით დადგენილი წესით ახდენს მერიის თანამდებობის  პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის ან სხვა მოხელეებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ა.ზ) დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი მერიის თანამდებობის პირს ან მოხელეს, რომელიც განახორციელებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს;
ა.თ) იღებს გადაწყვეტილებებს მერიის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ა.ი) ამტკიცებს მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს, აგრეთვე მერიის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.“
2.    ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თვითმმართველი ქალაქი თელავის მუნიციპალიტეტის  მერის უფლებამოსილება:
ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში:
ე.ა) ხელს აწერს  მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და  შეთანხმებებს;
ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას, მუნიციპალიტეტის  სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს, მათ შორის რწმუნებებს  (მინდობილობებს), გარდა ამ დებულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
ე.გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგმების მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორციელებას;
ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს;
ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ  ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორგანოებს - საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს,
ე.ზ) ქმნის მერის სათათბირო ორგანოს − სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, რომლის შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერი;
ე.თ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ შესაბამისად ქმნის პირის მუნიციპალიტეტის ტერიოტირაზე ცხოვრების (ყოფნის) დამდგენ კომისიას;
ე.ი) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ და „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად ქმნის თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას;
ე.კ) ანიჭებს  მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს;
ე.ლ) უზრუნველყოფს ამ კანონის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული  მუნიციპალიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საკრებულოს მიერ დადგენილი წესით;
ე.მ) ახორციელებს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, მერიის დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 


ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე