„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 162
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 09/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.016665
162
09/08/2016
ვებგვერდი, 09/08/2016
010130000.22.027.016665
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №162

2016 წლის 9 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

იმის გათვალისწინებით, რომ „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში, ასევე „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“  საქართველოს კანონში 2016 წლის 4 მარტის კანონით შეტანილ იქნა ცვლილებები, რომლითაც, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის უფრო მაღალი სტანდარტით დაცვის მიზნით, ახლებურად დარეგულირდა არასრულწლოვნისათვის სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი და პროცედურა, და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 27.07.2011 წ., 010130000.22.027.016165) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 

1.  მე-40 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„2. არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მიზნით განმცხადებელმა უნდა წარადგინოს არასრულწლოვნის/მხარდაჭერის მიმღების:

ა) დაბადების მოწმობა, ხოლო თუ პირი დაბადებულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ – დაბადების მოწმობა ან შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას, მისი დაბადების ფაქტს და მშობლების ვინაობას;

ბ) პირადობის მოწმობა, თუ პირს პასპორტის გაცემამდე შეუსრულდა 14 წელი ან ბინადრობის მოწმობა (მიუხედავად პირის ასაკისა);

გ) 2 ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი ზომით 3.5X4.5 სმ დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით;

დ) არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენლების ან მხარდაჭერის მიმღები პირის მხარდამჭერის თანხმობა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თაობაზე, ხოლო ამ მუხლის მე-6 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას ამ გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) კანონით დადგენილი შესაბამისი მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა.

3. არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტის გაცემის მიზნით ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარმდგენია არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი), ხოლო თუ 14 წლამდე არასრულწლოვან პირზე პასპორტის გაცემის მიზნით მოთხოვნის წარმდგენია სხვა კანონიერი წარმომადგენელი – სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არასრულწლოვან პირზე არ არის გაცემული პირადობის მოწმობა. არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მიზნით ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარმდგენია არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი).”;

ბ) მე-5 და მე-6  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლების ან მხარდაჭერის მიმღები პირის მხარდამჭერის თანხმობა გამოხატული უნდა იქნეს ერთ-ერთი შემდეგი საშუალებით:

ა) სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით;

ბ) სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წერილობითი თანხმობის ფორმით;

გ) პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წერილობითი თანხმობის ფორმის წარდგენის გზით;

დ) სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული თანხმობის ფორმით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

6. არასრულწლოვანზე საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობა საკმარისია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია;

ბ) არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი;

გ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად;

დ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად;

ე) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მეორე კანონიერი წარმომადგენლისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის თაობაზე;

ვ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;

ზ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით;

თ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია და ამოწურულია მისი ადგილსამყოფლის დადგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა;

ი) არასრულწლოვნის საქართველოდან დროებით გასვლა საჭიროა მისი მკურნალობის მიზნით ან აუცილებელია მისი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის და მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია ან იგი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ არ იძლევა პასპორტის გაცემაზე ნებართვას.“;

 გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61  და 6პუნქტები:

,,61.  ამ მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვანზე პასპორტი გაიცემა სააგენტოს სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირის დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე.

62.  ამ მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო  გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ამავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში 3 დღის ვადაში.“;

დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ არასრულწლოვან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე სამგზავრო დოკუმენტის გაცემისას შეუძლებელია ორივე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის წარმოდგენა იმ მიზეზით, რომ მეორე კანონიერი წარმომადგენელი იმყოფება არასრულწლოვნის დევნის ქვეყანაში, არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია, მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, მხარდაჭერის მიმღები ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია და ამ გარემოებების დადასტურება ვერ ხერხდება სათანადო დოკუმენტებით, აღნიშნული გარემოებების დადასტურება ხდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობით.“.

2. 46-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

,,5. არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტის გაცემაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობის უკან გახმობის უფლება აქვს, შესაბამისად, ერთ-ერთ კანონიერ წარმომადგენელს ან მხარდამჭერს. ასეთ შემთხვევაში, საქართველოში მყოფ არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე გაცემული პასპორტი დაუყოვნებლივ უქმდება.“.

3. 49-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იმ შემთხვევაში, თუ ადგილზე მომსახურების განხორციელებისას ადგილზე მომსახურებით სარგებლობის სურვილს გამოთქვამს, მომსახურების მიმღები პირის გარდა, სხვა პირიც, ეს განიხილება ადგილზე მომსახურების დამოუკიდებელ მოთხოვნად და ის შესაძლებელია განხორციელდეს საერთო წესების დაცვით, ადგილზე მომსახურებისათვის გათვალისწინებული საფასურის დამატებით გადახდის გზით. დამოუკიდებელ მოთხოვნად არ ჩაითვლება, თუ სააგენტოს ტერიტორიული სამსახური ადგილზე ახორციელებს ერთი დაინტერესებული პირის სასარგებლოდ ორ ან მეტ მომსახურებას, ან/და მომსახურებას ახორციელებს დაინტერესებული პირის არასრულწლოვანი შვილის/შვილების ან/და მხარდაჭერის მიმღები იმ პირის სასარგებლოდ, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის დაინტერესებული პირი.“.

4. 52-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის შესაბამის გრაფაში სავალდებულოა მფლობელმა შეასრულოს პირადი ხელმოწერა იმ ფორმით, რომლითაც იგი პრაქტიკაში სარგებლობს. იმ შემთხვევაში, როცა 9 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი პირის, ასევე მხარდაჭერის მიმღები პირის სახელზე გაიცემა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი, სამგზავრო პასპორტი ან სამგზავრო დოკუმენტი, მფლობელის ხელმოწერის გრაფაში ხელმოწერას შეასრულებს არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი, მხარდამჭერი ან მათ მიერ უფლებამოსილი პირი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი