„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/08/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.174.016170
34
05/08/2016
ვებგვერდი, 11/08/2016
010250050.35.174.016170
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
 

  ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2016 წლის 5 აგვისტო

ქ. გორი

 

,,ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი” 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის  სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №13 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, ვებგვერდი, 08/08/2014; 010250050.35.174.016013) დამტკიცებული დებულების მუხლ 3-ს (სამსახურის ამოცანები) დაემატოს მე-3  პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

 „3. სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული სამუშაოების, მომსახურების ან/და საგნის  შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების ღონისძიებების განხორციელების მიზნით შესაბამისი კონტროლის და ზედამხედველობის უზრუნველყოფა“.

მუხლი 2
,,ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №13 დადგენილებით (www. matsne.gov.ge ვებგვერდი, 08/08/2014; 010250050.35.174.016013) დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის (შესყიდვების ხარისხის კონტროლის განყოფილების ფუნქციები)  „გ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„გ) სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული შესაბამისი სამუშაოების, მომსახურების ან/და საგნის კორექტირებას, შესასრულებელი სამუშაოების მიმდინარეობის და ვადების კონტროლს, მოცულობისა და ხარისხის შემოწმებას,  მიღება-ჩაბარების  უზრუნველსაყოფად  დასკვნის  მომზადებას,  შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებას“.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია მეტრეველი