დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 33 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 05/08/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/08/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.174.016169 |
|
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 5 თებერვლის №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/02/2016; 190020020.35.174.016141) „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 18 281,1 ათასი ლარის ოდენობით:
დ) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 12 507,2 ათასი ლარის ოდენობით:
ე) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 15 062,4 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ვ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 4 365,4 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 5 037,4 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 672,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ზ) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
თ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა.ა) გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები (პროგრამული კოდი 03 01 01) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საავტომობილო გზების მოვლა, ქალაქის დაზიანებული გზების ორმოული შეკეთება და იგეგმება რუსთაველის ქუჩიდან ხაშურის ქუჩის მიმართულებით საცურაო აუზის შენობამდე მიმავალი ქუჩის, ჩოდრიშვილის ქუჩიდან ბარნოვის ქუჩა №9-ის მიმართულებით გამავალი ჩიხის, ქეთევან წამებულის ქუჩის მონაკვეთის, გოგებაშვილის ქუჩის მონაკვეთის, გოგებაშვილის ქუჩის პირველი შესახვევის, ბაჩანას ქუჩის, ქეთევან წამებულის ჩიხის, რუსთაველის ჩიხის, სუხიშვილის ქუჩის მონაკვეთის, კეცხოველისა და გორიჯვრის ქუჩების დამაკავშირებელი სამადაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია. ქალაქში 25 ადგილზე დამონტაჟდება სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერები. ქალაქ გორის 68 ქუჩაზე განხორციელდეს ასფალტის საფარის დახაზვის სამუშაოები. ქალაქ გორში იგეგმება 68 ქუჩის დაახლოებით 62 კილომეტრზე პირობითი საგზაო ნიშნების მონტაჟი (დეონტაჟი), დამისამართების აბრების მოწყობა, ქ. გორში, სტალინის გამზირი №7, №14, №25-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშვიდობის გამზირი №11, №14-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში დაგეგმილია ქალაქ გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში არსებული ქუჩების და სანიაღვრე სისტემის, საფეხმავლო სივრცეების, თამარ მეფის ქუჩის (სტალინის გამზირიდან გურამიშვილის ქუჩამდე მონაკვეთის), მირზა გელოვანის, იოსებ ნონეშვილის, თელავის ქუჩის (მირზა გელოვანის ქუჩიდან ღამბარაულის ქუჩამდე) მონაკვეთის, გურამიშვილის ქუჩის (თამარ მეფის ქუჩიდან სამეფოს ქუჩამდე) მონაკვეთის, ირაკლი აბაშიძის ქუჩის (მერაბ კოსტავას ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე) მონაკვეთის რეაბილიტაციის დაფინანსება და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანადაფინანსება. ასევე გასული წლის ვალდებულების ფარგლებში დაფინანსდება საგზაო ნიშნების მოწყობა, სადგურის დასახლებაში არსებული ქუჩათა ქსელის რეაბილიტაცია. დასრულდება თავზიშვილისა და კლდიაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია და სასაფლაოს გზისა და ღამბარაულის ქუჩის რეაბილიტაციის დაფინანსება. ი) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. კ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: გ.გ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების, ლიფტების და ეზოების კეთილმოწყობა (პროგრამული კოდი 03 03 05) განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში დაგეგმილია კომბინატის დასახლებაში არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში წყალმომარაგებისა და კანალიზაციის საერთო სარგებლობის ქსელების რეაბილიტაციის დაფინანსება და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანადაფინანსება. გასული წლის ვალდებულების ფარგლებში განხორციელდება სტიქიის შედეგად დაზიანებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რეაბილიტაცია, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების შეკეთება, ყიფიანის ქ.№33 ბინის ექსპერტიზის მომსახურება და რეაბილიტაცია. ასევე ქალაქ გორში, წერეთლის ჩიხი №2-ში მდებარე მოქალაქე ეთერ სენინას საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია (სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე). დაგეგმილია სარეზერვო ფონდიდან ძლიერი ქარის შედეგად ქ. გორში, თარხნიშვილის ქ.№19-ში, ბარნოვის ქ.№10/ა-ში და ცაბაძის ქ.№7-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების დაზიანებული სახურავების რეაბილიტაცია და ქ. გორში, შინდისის გზ.№22-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება. ლ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა.ბ) სპორტული სკოლების ხელშეწყობა (პროგრამულიკოდი 05 01 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ა(ა)იპ ა„ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ცენტრალური სასპორტო სკოლის“, ა(ა)იპ „ქ.გორის მუნიციპალიტეტის მერიის ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზებული სპორტული სკოლის“ და ა(ა)იპ „ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის“ ფუნქციონირების ხელშეწყობა მომავალი სპორტული თაობის აღსაზრდელად. რათა მოსწავლეებმა აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სხვა და სხვა კალენდარულ ტურნირებში და მიაღწიონ მაღალ შედეგებს. ასევე დაგეგმილია კრივის სპეციალიზებული სპორტული სკოლის შენობის სარდაფის რეაბილიტაცია. მ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: გ) მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 03) პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება და სხვა სოციალური ღონისძიებები, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. გ.ა) მხედველობის მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება (პროგრამულიკოდი 06 03 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მხედველობის მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (უსინათლო) პირთა ერთჯერადი ფულადი დახმარება 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. გ.ბ) ასი და მეტი წლის უხუცესთა დახმარების პროგრამა (პროგრამულიკოდი 06 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული 100 (ასი) და მეტი წლის ასაკის უხუცესების ერთჯერადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. გ.გ) დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დედ-მამით ობოლ 0–დან 18 წლის ჩათვლით პაციენტის დახმარება ერთჯერადად სტაციონარული მკურნალობისათვის არაუმეტეს 700 (შვიდასი) ლარისა. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება ერთჯერადად ყოველ ბავშვზე 800 (რვაასი) ლარის ოდენობით. გ.დ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთჯერადი დახმარება თითო ბავშვზე 100 (ასი) ლარის ოდენობით ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი შვილი 0-დან 18 წლის ჩათვლით. გ.ე) ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო და სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული ბავშვების (0-დან 18 წლამდე) დახმარება: ოპერაციული მკურნალობის ამბულატორიული, სტაციონარული და სარეაბილიტაციო ღონისძიებებისათვის ერთჯერადად თანადაფინანსება არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. თითოეულ ბავშვზე 12 საცურაო–გამაჯანსაღებელი პროცედურის დაფინანსება ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის საცურაო აუზზე. ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული ბავშვების სოციალური დახმარება ერთჯერადად 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. ცერებრალური დამბლით და დაუნის სინდრომით დაავადებულ პაციენტებს (8 წლის ზევით), სოციალური დახმარება გაეწევათ ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით. გ.ვ) მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება (პროგრამული კოდი 06 03 07) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიოს ომის მონაწილეთა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა, ავღანეთის ომის მონაწილეთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250(ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით (მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში); მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით; გ.ზ) სტუდენტების დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 09) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 ლარის ოდენობით, ერთჯერადად იმ სტუდენტებისა, რომლებიც არ სარგებლობენ სხვა სახელმწიფო პროგრამით და არა აქვთ მოპოვებული სახელმწიფო გრანტი: დედა-მამით ობოლი, მარჩენალდაკარგული და მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი 18 წლის ჩათვლით) ოჯახებიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთაც აქვთ მინიჭებული 0-დან 65 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა. გ.თ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 10) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ერთჯერადი დახმარება: სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა, რაც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით და გააჩნიათ 0-დან 70000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, დაფინანსება განისაზღვროს 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნია 0-დან 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება განისაზღვროს პაციენტის მხრიდან გადასახდელი თანხით, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარით. სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნია 0-დან 70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, „C“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებული სამედიცინო კვლევების თანადაფინანსება მერიის მხრიდან განისაზღვროს საწყისი ღირებულების 30%-ით. იმ მოქალაქეებს, რომელთაც „C“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასთან დაკავშირებული სამედიცინო კვლევები უფინანსდებათ 30%-ით, თანადაფინანსება მერიის მხრიდან განისაზღვროს საწყისი ღირებულების 50%-ით. გ.ი) ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 11) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: უფასო მედიკამენტებით დახმარება ონკოლოგიურ ავადმყოფებს გაეწევათ ერთჯერადად არა უმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით. ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, კვლევის თანადაფინანსება განისაზღვროს წარმოდგენილი ღირებულებით არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით. ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება განისაზღვროს არსებული სამედიცინო მომსახურების პაციენტის მხრიდან გადასახდელი თანხით, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. გ.კ) სქოლიოზით დაავადებული ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 12) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: II და III ხარისხის სქოლიოზით დაავადებული 18 წლამდე ბავშვების დაფინანსება, რომელთა ოჯახსაც გააჩნიათ 0-დან 100000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, ამ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში ერთჯერადად განსაზღვრულია თანადაფინანსება არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. დაფინანსება საცურაო აუზზე II და III ხარისხის სქოლიოზით დაავადებული ბავშვებისა 18 წლამდე, რომელთა ოჯახსაც გააჩნიათ 0-დან 100000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, თითოეულ ბავშვს დაუფინანსდეს ერთთვიანი საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსი გორის საცურაო აუზზე თვეში 12 პროცედურა (კვირაში 3 დღე). გ.ლ) სოციალური პროექტების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 03 13) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: საბიუჯეტო, არასამთავრობო, არარეგისტრირებული კავშირების, არასამეწარმეო და სხვა ორგანიზაციების თანადაფინანსება, რომლებიც საკუთარი სახსრებით ან დონორი ორგანიზაციებიდან გრანტის მიღების გზით მოახდენენ წილობრივ თანადაფინანსებას და პროექტის განხორციელებით ხელს შეუწყობენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ასევე მუნიციპალიტეტის მონაწილეობა ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში ჩატარებულ საქველმოქმედო ღონისძიებებში. გასული წლის ვალდებულების ფარგლებში გათვალისწინებულია პროექტის თანადაფინანსება. გ.მ) უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 03 14) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეპილეფსიით, პარკინსონიზმით, ბრონქიალური ასთმით დაავადებული; გულის იშემიური დაავადების მქონე სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პაციენტების, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 65 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა და შაქრიანი დიაბეტით, ტიპი II (ინსულინ-დამოუკიდებელი) ფორმით დაავადებული სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პაციენტების, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 65 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, გლაუკომით დაავადებული სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პაციენტების, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 65 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 100 (ასი) ლარის ოდენობით, ამ მუხლში აღნიშნულ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში. გ.ნ) ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება (გარდა განზრახ და უხეში გაუფრთხილებლობით წარმოშობილი ხანძრისა) (პროგრამული კოდი 06 03 15) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ხანძრებისა (გარდა განზრახ და უხეში გაუფრთხილებლობით წარმოშობილი ხანძრისა) და სტიქიური მოვლენების შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებული ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 1750 (ათასშვიდასორმოცდაათი) ლარისა. გ.ო) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 16) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით. სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით საქართველოს დამოუკიდებლობის დღისათვის – 26 მაისისათვის და მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების დახმარება 100 (ასი) ლარის ოდენობით ფაშიზმზე გამარჯვების დღისთვის – 9 მაისისთვის. გ.პ) რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვების დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 17) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: ყოველთვიური დახმარება თითოეულ ბავშვზე 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით. გ.ჟ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მარტოხელა პენსიონერების დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 18) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: სიღარიბის ზღვარს მიღმა/ზღვარზე მყოფი (0-დან 70000 ქულის მქონე) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების(ბენეფიციარების) დახმარება გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით საქონლის გადაცემის ფორმით ან ფულადი დახმარებით არა უმეტეს 100 (ასი) ლარის ოდენობით შემდეგ პირველად საჭირობაზე: საკვები, პირადი მომსახურების ნივთები, ჰიგიენის საშუალებები, საყოფაცხოვრებო ნივთები. გ.რ) მარტოხელა დედების დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 19) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: გადაუდებელი საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, ბენეფიციარებს ამ მუხლით დახმარება გაეწევათ საქონლის გადაცემის ფორმით, ან თანხობრივად – არაუმეტეს 100 (ასი) ლარის ოდენობით შემდეგ პირველად საჭიროებებზე: საკვები, პირადი მომსახურების ნივთები, ჰიგიენის საშუალებები, საყოფაცხოვრებო ნივთები. გ.ს) სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისათვის ზამთრის პერიოდში ფულადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 20) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: სოციალურად დაუცველი მოქალაქეების (0-დან 65000 სარეიტინგო ქულა) ზამთრის პერიოდში (3 თვე) ფულადი დახმარება 20 (ოცი) ლარის ოდენობით. გ.ტ) მიუსაფარ პირთა და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 03 21) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია: განსაკუთრებულ შემთხვევებში, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახების და მიუსაფარ პირთა დახმარება ურთჯერადი ფულადი ან საქონლის/მომსახურების გადაცემის გზით არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა. გ.უ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 03 22) სოციალურად დაუცველი ოჯახების (0-დან 70000-ის ჩათვლით), რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსება“ მონაწილეობისას გადახდისუუნაროა, თანამონაწილეობის წილის დაფინანსებას სრულად უზრუნველყოფს მერია სამუშაოების მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე. გ.ფ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის (ბენეფიციარებისთვის) გადაუდებელი საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით დახმარების გაწევა (პროგრამული კოდი 06 03 23) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ბენეფიციარების პირველადი დახმარება ეტაპობრივად შემდეგ პირველად საჭიროებებზე: საკვები, პირადი მოხმარების ნივთები, ჰიგიენის საშუალებები, ან ფულადი დახმარება არა უმეტეს 100 (ასი) ლარის ოდენობით. გ.ქ) დასაქმებისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა (პროგრამული კოდი 06 04) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია გასულ წელს აღებული ვალდებულებების დაფინანსება. ნ) დადგენილების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები