დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „კასპის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 21 |
| დოკუმენტის მიმღები | კასპის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.149.016293 |
|
„კასპის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ნოემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„კასპის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 20 ნოემბრის №35 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/11/2015; 190020020.35.149.016267) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 3. კასპის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 12676.6 ათასი ლარის ოდენობით:
დ) დადგენილების მე 4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის გადასახადები 2857.7 ათასი ლარის ოდენობით:
ე) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 8393.5 ათასი ლარის ოდენობით:
ვ) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 7618.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ზ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 7804.9 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 7904.9 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 100,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
თ) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ი) დადგენილების მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 2746.8 ათასი ლარის ოდენობით. კ) დადგენილების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 2748,3 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 2748,3 ათასი ლარის ოდენობით. ლ) მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 177,0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 67,0 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 110,0 ათასი ლარი; მ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული გზების მდგომარეობის შენარჩუნება; ქალაქის დაზიანებული გზების ორმოული შეკეთება, ქუჩების მოვლა ზამთრის სეზონზე. პროგრამის ფარგლებში სამუშაოები შესრულდება: მდინარე თეძამზე, სოფელ თეძმისხევის და ახალსოფლის დამაკავშირებელი სამანქანე და საფეხმავლო ხიდი, ქალაქ კასში აღმაშენებლის ქუჩაზე ,,წყალსაქათან“ მდებარე ხიდის, დადიანის ქუჩის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის სამუშაოები: კასპში, კოსტავასქუჩაზე ყოფილი რუკის ტერიტორიიდან იგოეთი-კასპი-ახალქალაქის შიდასახელმწიფოებრივი გზის გადაკვეთამდე საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის; კასპში მრავალსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელ კორპუსებთან მისასვლელი კვარტალური ეზოების მოწყობა-რეაბილიტაციის; ქალაქ კასპში შარიფაშვილის, ყაზბეგის, წერეთელის, წულუკიძის, სააკაძის და ჭავჭავაძის გადამკვეთი ქუჩების, პაატას, კოჯრის, გრიშაშვილის და თავისუფლების ქუჩების მოწყობა-მოასფალტების;სოფლების გზების მოასფალტების: ქვემო ხანდაკის, ავტომაგისტრალიდან სოფელ იდლეთის ცენტრამდე მისასვლელი გზის, თელადგორის, თელიანის გზის მოასფალტების II ეტაპის, თელადგორის, სოფელ აღაიანის მისასვლელი გზის, ქვემო ჭალა-ახალშენა-საკორინთლოს გზის მონაკვეთის, შუაუბნის სასირეთში მაზნიაშვილის სახლმუზეუმთან შიდა სასოფლო გზის, ხოვლეში ივ. ჯავახიშვილის სახლმუზეუმთან მისასვლელი გზის, სოფელი ფერმის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია-მოასფალტების; გოსტიბე-ცხავერის, გუდალეთი-ვარჯაანის თვალადის გზების რეაბილიტაციის და სოფელ ქვემო ჭალის და გორაკას დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის მოწყობის. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კასპის მუნიციპალიტეტში 2016 წელს განხორციელდეს პროექტები და მისი თანადაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტით: ქ. კასპში ადგილობრივი მნიშვნელობის გზის პაატას ქუჩისრეაბილიტაცია-მოასფალტების; ქ. კასპში პაატას ქუჩის გადამკვეთი ადგილობრივი მნიშვნელობის გზების: კოჯორის გრიშაშვილის, და თავისუფლების ქუჩების რეაბილიტაცია-მოასფალტების; თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ მაგისტრალიდან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოების. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან კასპის მუნიციპალიტეტში სოფლების გოსტიბე-ცხავერის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, ასევე გათვალისწინებულია აღნიშნული პროექტის შესასრულებლად თანადაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტით. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება: სოფელ ბარნაბიანთკარის და სასირეთის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოები, სოფელ თელადგორის სანიაღვრე არხის მოწყობის, ქვემო ჭალა-ახალშენა-საკორინთლოს გზის მიმდინარე შეკეთების, კავთისხევში ხვედრელიანთ უბანში და ციხისუბანში გზების მოხრეშვა-რეაბილიტაციის სამუშაოები, ასევე დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მთელი წლის განმავლობაში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა შენახვის და ორმოული შეკეთების სამუშაოები. ნ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ.ბ) საკანალიზაციო სისტემების მოწყობა და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ კასპში მიკრორაიონში რკინა-ბეტონის ბინასთან საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კასპის მუნიციპალიტეტში 2016 წელს განხორციელდეს პროექტები და მისი თანადაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტით: ქალაქ კასპში საკანალიზაციო ცენტრალური ქსელის რეაბილიტაცია და დარჩენილ ქუჩებზე ქსელის მოწყობის II ეტაპი (თაყაიშვილის, ჭონქაძის, ჯავახიშვილის, თავისუფლების, კოტეტიშვილის, გრიშაშვილის, კოჯორის, შარიფაშვილის, გორგასალის, და მათთან მიმდებარე ჩიხების) სამუშაოების. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება: ადგილობრივი ბიუჯეტით ქალაქ კასპში კრწანისის ქუჩაზე საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები, ქალაქ კასპში კელაპტრიშვილის და გრიშაშვილის ჩიხების, ლაშქარაშვილის და ყაზბეგის ქუჩების საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები. ო) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ.გ) სარწყავი არხებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სოფელში ჯერ კიდევ არსებობს სარწყავი წყლის პრობლემა, ხშირად საჭირო ხდება სარწყავი არხებისა და მდინარეების კალაპოტების გაწმენდა. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სოფლების: ქვახვრელის სატუმბი სადგურის მიერ სარწყავი წყლის მიწოდებაზე მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯი. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფელ ზემო ხანდაკში სადრენაჟე დაშრობითი სამუშაოები. ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია: სოფელ ქვემო ჭალაში ,,აბრეულას ხევის“ გაწმენდის, სოფელ ლავრისხევის სარწყავი არხის რეაბილიტაციის, სოფელ კავთისხევში ცენტრალური სარწყავი სისტემის გაწმენდა-აღდგენითი და ქვემო ჭალაში ხევის გაწმენდის სამუშაოები სამუშაოები. პ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ.დ) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის მიწოდებაზე დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულება; განხორციელდებაშპს ,,სოფლის წყალის“ სუბსიდირება. ქვეპროგრამის ფარგლებში დასრულდება სოფელ ნიგოზაში და სოფელ ჩობალაურში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის, სატუმბი სადგურის მოწყობის, სოფელ სამთავისში არსებული სადგურის რეკონსტრუქციის და გამრიცხველიანების სამუშაოები. ასევე განხორციელდება საპროექტო სამუშაოების წარმოება: სოფელ ქვემო ჭალის წყალსადენის რეაბილიტაციის, სადგურ მეტეხის სასმელი წყლით უზრუნველყოფისათვის სოფელ მეტეხში ,,ყავრიაანთ წყაროდან“ დებეტის გაზრდის, სოფელ ცხავერის სასმელი წყლის სათავე ნაგებობის და სისტემის მოწყობის, სოფელ წინარეხში ,,ფილაქნების“ სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მოწყობის სამუშაოები. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოფელ დოესში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, წინა წლებში განკარგულებებით გამოყოფილი თანხების ეკონომიებიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით. ჟ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: გ.ბ) მგზავრთა მოსაცდელების მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 03 02) ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია კასპში მგზავრთა 5 (ხუთი) მოსაცდელის მოვლა-შენახვა. ქვეპროგრამის ფარგლებში სოფელ მიქელწყაროში მოეწყობა მოსაცდელი. რ) დადგენილების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: გ.გ) შენობების ფასადების აღდგენა (პროგრამული კოდი 03 03 03) ქვეპროგრამის ფარგლებში დაპროექტდება: ქალაქ კასპში აღმაშენებლის ქუჩაზე (გეოლოგების კორპუსი) შენობის ფასადის აღდგენის და აივნების მოწყობის, კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფასადის და კიბეების აღდგენის, კასპში კოსტავას ქ. №14-ის მიმდებარედ საყრდენი კედლის აღდგენის სამუშაოები. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ქალაქ კასპში კულტურის სახლის ფასადის აღდგენის სამუშაოები. ს) დადგენილების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები