ქალაქ დედოფლისწყაროში რუსთაველის ქუჩაზე პირველი საჯარო სკოლის ჩრდილოეთით მდებარე უსახელო პარკისთვის„თამარ მეფის“ სახელის მინიჭების შესახებ

  • Word
ქალაქ დედოფლისწყაროში რუსთაველის ქუჩაზე პირველი საჯარო სკოლის ჩრდილოეთით მდებარე უსახელო პარკისთვის„თამარ მეფის“ სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/07/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.169.016001
  • Word
17
29/07/2016
ვებგვერდი, 08/08/2016
000000000.00.169.016001
ქალაქ დედოფლისწყაროში რუსთაველის ქუჩაზე პირველი საჯარო სკოლის ჩრდილოეთით მდებარე უსახელო პარკისთვის„თამარ მეფის“ სახელის მინიჭების შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება № 17

2016 წლის 29 ივლისი

ქ. დედოფლისწყარო                            

ქალაქ დედოფლისწყაროში რუსთაველის ქუჩაზე პირველი საჯარო სკოლის ჩრდილოეთით მდებარე უსახელო პარკისთვის „თამარ მეფის“ სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტისა  და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის“ მე-7 მუხლის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. ქალაქ დედოფლისწყაროში რუსთაველის ქუჩაზე პირველი საჯარო სკოლის ჩრდილოეთით მდებარე უსახელო პარკს მიენიჭოს  „თამარ მეფის“ სახელი.

2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, ცნობარებისა და სხვ. დამზადება, გავრცელება და სხვ.).

3. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში  საკრებულოს გადაწყვეტილება გაუგზავნოს საქართელოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ საჯარო რეესტრის სააგენტოსა და სსიპსახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.  აგრეთვე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

4. განკარგულება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

5. განკარგულების გასაჩივრება შეიძლება სიღნაღის რაიონულ სასამართლოში (ქ. სიღნაღი, ცოტნე  დადიანის ქ. №15)  საჯაროდ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში.

 

საკრებულოს  თავმჯდომარე                      ზვიად ჯავახიშვილი