„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 155
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 08/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/08/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 07/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.027.016658
155
08/08/2016
ვებგვერდი, 08/08/2016
010340000.22.027.016658
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №155

2016 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის №76 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 05.06.2015წ., 010340000.22.027.016580) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის მოხელეთათვის (დანართი №2);“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2-ის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. დეპარტამენტის უფროსი

  • უმაღლესი იურიდიული განათლება, მაგისტრის ხარისხი (სასურველია − დასავლურ ქვეყნებში მიღებული ხარისხი);
  • ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
  • საერთაშორისო საჯარო სამართლის ცოდნა;
  • ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ცოდნა;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • ინგლისურ ენაზე სამართლებრივი დოკუმენტების მომზადების გამოცდილება;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება.

ნორმატიული აქტები, სხვა თემატიკა და დოკუმენტები:

  • „საქართველოს კონსტიტუცია“;
  • ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები http://www.echr.coe.int/Documents/Convention_ENG.pdf;
  • ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ზედამხედველობის წესები

https://wcd.coe.int/ViewDoc.jsp?id=999329;

http://www.coe.int/t/dghl/monitoring/execution/Documents/Doc_ref_en.asp;

  • საქართველოსთან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა/განჩინებათა აღსრულებაზე ევროპის საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციები

http://www.justice.gov.ge/Ministry/Index/144;

  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
  • სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდება (სტატუტი);
  • სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი;
  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება.“;

გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

7. დეპარტამენტის მრჩეველი

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია − მაგისტრის ხარისხი);
  • იურიდიულ სფეროში მუშაობის გამოცდილება (არანაკლებ, 1 წელი);
  • საერთაშორისო საჯარო სამართლის ცოდნა;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა;
  • კომპიუტერული პროგრამების  (MS Office: Outlook, Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
  • პროექტების მართვის გამოცდილება;

ნორმატიული აქტები და სხვა თემატიკა:

  • „საქართველოს კონსტიტუცია“;
  • „სახელშეკრულებო სამართლის შესახებ“ ვენის 1969 წლის კონვენცია;
  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება;
  • „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტი;
  • „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება“;
  • ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოები გაერო-ს სისტემაში

http://www.ohchr.org/EN/HRBodies/Pages/HumanRightsBodies.aspx;

  • ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოები ევროპის საბჭოში:
  • ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია და ევროპული სასამართლო

http://www.echr.coe.int/Pages/home.aspx?p=home&c.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული დანართ №11-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის  4პუნქტი:

41. სამსახურებრივი შემოწმების სამმართველოს მრჩეველი (სატელეფონო ოპერატორი)

  • უმაღლესი განათლება − ბაკალავრის ხარისხი;
  • კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel) კარგად  ცოდნა;
  • სასურველია უცხო ენის ცოდნა (რუსული, ინგლისური).

     ნორმატიული აქტები:

  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება;
  • საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულება“.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი