დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხულოს მუნიცპალიტეტში დასახლების საერთო კრების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.136.016214 |
|
„ხულოს მუნიცპალიტეტში დასახლების საერთო კრების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-ს 63-ე მუხლის საფუძველზე, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხულოს მუნიცპალიტეტში დასახლების საერთო კრების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 იანვრის №6 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი შინაარსის ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ც“ განიხილავს, აკმაყოფილებს თუ არა დაინტერესებული პირის განცხადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია ამ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებს. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, დასახლების საერთო კრება ადასტურებს დაინტერესებული პირის მიერ უძრავი ნივთის ფაქტობრივად ფლობას და შესაბამის წინადადებას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს, სააგენტოსადმი შუამდგომლობით მიმართვის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. დასახლების საერთო კრება საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი დასახლების საერთო კრების მოწვევის ინიციირებიდან ერთი თვის ვადაში. |
| მუხლი 2 |
ბათილად გამოცხადდეს „ხულოს მუნიცპალიტეტში დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 ივლისის №18 დადგენილება 2016 წლის 02 აგვისტოდან. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები