„ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ „ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ „ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/08/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/08/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 16/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016213
21
05/08/2016
ვებგვერდი, 11/08/2016
010260020.35.136.016213
„ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ „ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხულოს მუნიციპალიტეტი
 

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №21

2016 წლის 5 აგვისტო

დაბა ხულო

 

„ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“  ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართევლოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო  ენს:

მუხლი 1
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №22 დადგენილებაში შეტანილ იქნეს  შემდეგი შინაარსის ცვლილება და დამატება:

 1.დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-5 მუხლის მესამე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  „ა.ი“,  „ზ“  და „თ“   ქვეპუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა.ი“ დასახლების საერთო კრების მიერ შესაბამისი წინადადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში, სააგენტოს წარუდგენს შუამდგომლობას დაინტერესებულ პირზე უძრავი ნივთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების ინიციირების შესახებ.

 „ზ“ ქმნის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენ კომისიას;

 „თ“ ქმნის თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას.

2.დადგენილებით დამტკიცებული დანართის  მე-12 მუხლის მესამე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“  ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ“ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიმართავს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში პირის დაბადებისა და პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების   თაობაზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯამბულ ხოზრევანიძე