დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 159 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/08/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/11/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240020.22.027.016662 |
|
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №66 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №66 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 17.03.2008წ., 010.240.020.22.027.011.607) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.“. 2. ბრძანებით დამტკიცებული დებულების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულება“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.“; გ) მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3 1. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 2. ამ დებულების მიზნებისათვის ტერმინი „საერთაშორისო სასამართლოები“ მოიცავს: ა) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს; ბ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის საფუძველზე შექმნილ ადამიანის უფლებათა კომიტეტსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სხვა კონვენციების საფუძველზე შექმნილ კომიტეტებს (შემდგომში – გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები); გ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს. მუხლი 4 თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას დეპარტამენტი საერთაშორისო სასამართლოებში წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს, ხოლო ქვეყნის შიგნით – სამინისტროს.“; დ) მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6 დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს განეკუთვნება: ა) საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული საკითხთა გადაწყვეტის ორგანიზება; ბ) საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადების მიზნით, სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის, მასალის, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დროულად მიღების ორგანიზება და დამუშავება; გ) საერთაშორისო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის წინადადებათა შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; დ) საერთაშორისო სასამართლოების მიერ საგამოძიებო მოქმედებათა განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა; ე) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა და მასთან სხვა სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობის კოორდინაცია; ვ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან, საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით წინადადებათა შემუშავება და წარდგენა; საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ზ) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის, ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, აგრეთვე საერთაშორისო სასამართლოების პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაცია. მუხლი 7 დეპარტამენტის უფლებამოსილებებია: ა) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების მიერ დარეგისტრირებულ და წარმოებაში მიღებულ საჩივრებთან დაკავშირებით სახელმწიფო პოზიციების, კომენტარებისა და სახელმწიფოს სახელით წარსადგენი სხვა დოკუმენტების მომზადება და საჭიროების შემთხვევაში, ზეპირ განხილვებში მონაწილეობის მიღება; ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული მიმოხილვებისა და დოკუმენტების მომზადების მიზნით, სათანადო ინფორმაციის, დოკუმენტაციის, დასკვნებისა და მასალების გამოთხოვა სახელმწიფო ორგანოებიდან, სათანადო უწყებებიდან და დაწესებულებებიდან; გ) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების მიერ დარეგისტრირებულ და წარმოებაში მიღებულ საჩივრებთან დაკავშირებით საქმეთა მორიგების პროცედურების წარმოება; დ) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების, რომელთა თაობაზეც საქართველოს მთავრობას ეცნობა, ასევე გამოტანილ გადაწყვეტილებათა და შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვის უზრუნველყოფა; ე) საერთაშორისო სასამართლოების მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ხელშეწყობის უზრუნველყოფა; ვ) საერთაშორისო სასამართლოების მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო და სხვა წინადადებების შემუშავება და მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილისათვის მათი წარდგენა; ზ) საერთაშორისო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე გატარებული ღონისძიებების შესახებ, აღნიშნული ორგანოების ინფორმირების მიზნით, შესაბამისი ზომების მიღება; თ) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდებითა და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში პირის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის ან/და უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ წინადადების შემუშავება; ი) მინისტრისათვის წინადადებების წარდგენა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებით და „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსაგან მისი შუამდგომლობის შესრულებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ; კ) ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო აქტების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების, გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაციის მიზნით სემინარების, ტრენინგებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარების, აგრეთვე, ამ ორგანოების გადაწყვეტილებების თარგმნა-გავრცელების ხელშეწყობა; ლ) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებთან, გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, აგრეთვე მათ სამდივნოებთან და შესაბამის ორგანოებთან მუდმივი კონტაქტების დამყარება; მ) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებთან, სახალხო დამცველის ოფისთან თანამშრომლობა; ნ) სათანადო უწყებებთან და დაწესებულებებთან ურთიერთობების დამყარება, კონსულტაციისა თუ სასამართლო პროცესში მონაწილეობისათვის მეცნიერ-სპეციალისტებისა და ადვოკატების მოწვევის უზრუნველყოფა; ო) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება; საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.“; ე) მე-11 მუხლის: ე.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) წარმოადგენს საქართველოს მთავრობას საერთაშორისო სასამართლოებში;“; ე.ბ) „დ“-„ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ამზადებს საერთაშორისო სასამართლოებისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის სახელმწიფოს სახელით გასაგზავნ დოკუმენტებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან მიღებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საფუძველზე; ე) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების წინაშე წარმოებაში მყოფ საქმეებთან დაკავშირებით შეიმუშავებს საქმეთა მორიგების შესახებ წინადადებებს და იუსტიციის მინისტრთან ან კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმების საფუძველზე აღნიშნულ წინადადებებს წარუდგენს განმცხადებელსა და შესაბამის საერთაშორისო ორგანოს; ვ) მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის მითითებით საერთაშორისო სასამართლოებს წარუდგენს სახელმწიფოთაშორის საჩივარს; ზ) შეიმუშავებს საერთაშორისო სასამართლოების მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებათა აღსრულებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო და სხვა წინადადებებს და წარუდგენს მას კურატორ მინისტრის მოადგილეს, ხელს უწყობს ამ გადაწყვეტილებათა აღსრულებას; თ) ამზადებს დასკვნებს საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებთან საქართველოს კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პრაქტიკის შესაბამისობასთან დაკავშირებით; ი) ამზადებს დასკვნებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო აქტებთან, საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებთან საქართველოს ნორმატიული აქტების პროექტების შესაბამისობის შესახებ;“; ე.გ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) კოორდინაციას უწევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სტანდარტების, საერთაშორისო სასამართლოებისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას (პრეცედენტული სამართლის თარგმნა და გავრცელება, სემინარების, ტრენინგების, კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზება);”; ე.დ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „პ) ხელს აწერს დეპარტამენტის მიერ მომზადებულ საერთაშორისო სასამართლოებისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის წარსადგენ საბოლოო დოკუმენტებს;“; ვ) მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან დეპარტამენტის და სამმართველოს მრჩევლები.“; ზ) მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. დეპარტამენტის მრჩეველი: ა) უზრუნველყოფს სათანადო ინფორმაციის, დოკუმენტაციის, დასკვნების, მასალების გამოთხოვასა და დამუშავებას სახელმწიფო ორგანოებიდან, სათანადო უწყებებიდან და დაწესებულებებიდან გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის გასაგზავნი დოკუმენტების მომზადების მიზნით; ბ) ამზადებს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის წარსადგენი დოკუმენტების პროექტებს; გ) საჭიროებისამებრ, წარადგენს წინადადებებს განსახილველ საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული ხარვეზებისა და გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან მათი შეუსაბამობის შესახებ; დ) უზრუნველყოფს მის მიერ მომზადებულ საქმეებთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვასა და დაცვას; ე) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს დეპარტამენტისათვის დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები