“ქვეყანაში ეპიზოოტიებთან ბრძოლის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №73 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
“ქვეყანაში ეპიზოოტიებთან ბრძოლის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №73 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 244
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 07/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 55, 13/06/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 29/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.05.002.002
  • Word
244
07/06/2003
სსმ, 55, 13/06/2003
340.090.000.05.002.002
“ქვეყანაში ეპიზოოტიებთან ბრძოლის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის №73 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №244

2003 წლის 7 ივნისი

ქ. თბილისი

„ქვეყანაში ეპიზოოტიებთან ბრძოლის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის 73 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ქვეყანაში ეპიზოოტიებთან ბრძოლის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 6 თებერვლის 73 ბრძანებულებაში (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, 1998 წ. 3, გვ. 88) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სპეციალური ვეტერინარული სასაზღვრო-შემზღუდავი და საკარანტინო ღონისძიებების გატარების მიზნით საქართველოში ცოცხალი პირუტყვის (ფრინველის), ხორცისა და ხორცპროდუქტების, მეცხოველეობის პროდუქტების (მათ შორის ფრინველის), ცხოველური წარმოშობის ნედლეულის იმპორტი, ტრანზიტი და რეექსპორტი იმ ქვეყნებიდან, სადაც საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მონაცემებით გავრცელებულია საერთაშორისო ვეტერინარული კოდექსით გათვალისწინებული  „ა“ და  „ბ“ ჯგუფის დაავადებები დაუშვას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ვეტინსპექტორების მიერ დამზადების ადგილზე გაწეული კონტროლის შემდგომ;

ბ) უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით იმ ქვეყნების ნუსხის პერიოდული გამოქვეყნება, საიდანაც სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებების თანახმად იმპორტი, ტრანზიტი და რეექსპორტი ექვემდებარება ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კონტროლს.“.

2. ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-8 პუნქტი:

„8. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის  „ა“ და  „ბ“ ქვეპუნქტები ძალაშია  „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“  საქართველოს კანონის ამოქმედებამდე.“.

. შევარდნაძე