დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ოქტომბრის №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ზესტაფონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/08/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/12/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.127.016213 |
|
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ოქტომბრის №27 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
1. შევიდეს ცვლილებები „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ოქტომბრის №27 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 07/10/2015 წ.; სარეგისტრაციო კოდი: 01.0250050.35.127.016187) და №1 დანართში:
1) მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებია: ა) ზესტაფონის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ქალაქი ზესტაფონი); ბ) დაბა შორაპნის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – დაბა შორაპანი); გ) ძირულის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ძირულა ( სოფლები: ძირულა, დიდი განთიადი, პატარა სამება, აჭარა, ვაშპარიანი, ლელაძისეული, ღვერკი, ქვედა წევა, ზედა წევა)); დ) პირველი სვირის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი პირველი სვირი); ე) მეორე სვირის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – მეორე სვირი (სოფლები: მეორე სვირი, სადგური სვირი)); ვ) კვალითის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – კვალითი (სოფლები: ქვედა კვალითი, შუა კვალითი)); ზ) ცხრაწყაროს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ცხრაწყარო (სოფლები: ცხრაწყარო, ძლოურდანეთი, კვალითი)); თ) კლდეეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – კლდეეთი (სოფლები: ქვედა კლდეეთი, ზედა კლდეეთი, ტაბაკინი, კინოთი, ალავერდი, მწყერიციხე, თვრინი)); ი) ფუთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ფუთი); კ) ილმის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ილემი (სოფლები: ქვედა ილემი, ზედა ილემი)); ლ) როდინაულის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – როდინაული (სოფლები: როდინაული, სვეტმაღალი, ცხენთარო, აჯამეთი); მ) სანახშირის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სანახშირე (სოფლები: სანახშირე, საღვინე, მარტოთუბანი, ზედა წიფლავაკე, ქვედა წიფლავაკე); ნ) ზედა საქარის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ზედა საქარა (სოფლები: ზედა საქარა, ბეღლევი)); ო) ქვედა საქარის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ქვედა საქარა (სოფლები: ქვედა საქარა, ჭალატყე, არგვეთა)); პ) დილიკაურის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – დილიკაური (სოფლები: დილიკაური, ქველეთუბანი)); ჟ) ბოსლევის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ბოსლევი(სოფლები: გაღმა ბოსლევი, გამოღმა ბოსლევი, მარჯვენა რკვია, მარცხენა რკვია, დიდწიფელა, ბეღლევი)); რ) ქვედა საზანოს ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – ქვედა საზანო (სოფლები: ქვედა საზანო, ტყლაპი-ვაკე, შიმშილაქედი, სასახლე)); ს) ზოვრეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – სოფელი ზოვრეთი); ტ) შროშის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია – შროშა ( სოფლები: შროშა, საწუმბო, ამსაისი, საწაბლე)).“ |
| მუხლი 2 |
კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები